|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სკები და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი გადაეცემა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფაა.

მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  უკვე მიიღო 7588 სკა.

სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპზე 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  3609 სკა გადაეცემა, 19 კოოპერატივი 19 ერთეულ თაფლის საწურს და, ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის  თაფლის შესანახ ჭურჭელს მიიღებს.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით,  როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებულ, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე. სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხელს შეუწყობს  მიკვლევადობას, უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.

პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. სახელმწიფო პროგრამის მონაწილე იღებს  ტექნიკურ დახმარებასაც „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის  №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ვალდებული არიან პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდე განათავსონ.

(R)

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა