|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლის მეურნეობის სამინისტროში DTRA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმარათა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებების წარმომადგენლები შედიოდნენ, საფრთხის შემცირების სააგენტოს უმაღლესი წარმომადგენელი,  გერი ბლორი ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ  აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში  "ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა" (CBEP) ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული პროგრამის მიმდინარე სტატუსი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ აშშ-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ „CBEP საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა;   ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და  შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი;  ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით,  ჩატარდა არაერთი ტრენინგი თუ სემინარი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს უმაღლესმა წარმომადგენელმა, გერი ბლორმა პროგრამას  წარმატებული უწოდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი  ირაკლი გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე და  აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 (R)

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა