"სოლიდარობა მაღაროელებს"-ქუთაისში აქცია გაიმართა
"სოლიდარობა მაღაროელებს"-ქუთაისში მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, 21-ე საუკუნეში ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ.
მოძრაობა"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრის ეკა ფხაკაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ.
" მოძრაობა " დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროელებს. მგონია, რომ დღეს ჭიათურა ცხოვრების დონით ყველაზე კარგი ქალაქი უნდა იყოს საქართველოში. მის ტერიტორიაზე ერთ- ერთი ყველაზე მდიდარი საწარმოა. მიუხედავად ამისა, ქალაქი სულს ღაფავს. ჩვენ, როცა ვაპროტესტებთ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, ჩვენ ვაპროტესტებთ იმ პოლიტიკას, რასაც ეს ხელისუფლება რეგიონების მიმართ აწარმოებს. მიმაჩნია, რომ არჩევნებზე ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი ხელისუფლებას იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რეგიონებისადმი და საერთოდ ადამიანებისადმი"- განაცხადა ეკა ფხაკაძემ.
აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, მაღაროელებს აიძულებენ, რომ მონურ პირობებში, მონური ხელფასი აიღონ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















