|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სქოლიოზის მკურნალობა

  სქოლიოზი ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაციაა კობის კუთხე 10 გრადუსი ან მეტი. 

  მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ სქოლიოზი შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ტიპად გამომწვევი მიზეზისა და დაწყების ასაკის მიხედვით. პირველადი კატეგორიებია:

  • იდიოპათიური სქოლიოზი:სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია(80%),რომლის გამომწვევი ფაქტორიც უცნობია. ხშირად ვითარდება მოზარდობის პერიოდში,განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების დროს.
  • თანდაყოლილი სქოლიოზი:გამოწვეულია ნაყოფის განვითარების პერიოდში წარმოქმნილი მალების ანომალიებით და შედეგად ხერხემლის არასრული ფორმირებით. 
  • ნეიროკუნთოვანი სქოლიოზი:სქოლიოზის ეს ტიპი გამოწვეულია კუნთებისა და ნერვული ბოჭკოების ანომალიით. ვითარდება,როგორც ნეიროკუნთოვანი მდგომარეობის მეორადი სიმპტომი. მაგალითად კუნთოვანი დისტროფია ან ცერებრალური დამბლა,რაც გავლენას ახდენს კუნთების კონტროლსა და კოორდინაციაზე. 
  • დეგენერაციული სქოლიოზი:ასევე ცნობილი,როგორც ზრდასრულობის სქოლიოზი,ვითარდება ხანდაზმულ ასაკში ხანდაზმულობის ვ,ტრავმის ან სხვა მიზეზების გამო.(მაგ:ოსტეოპოროზი,ართრიტი) 

 

     სქოლიოზის მკურნალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე,მათ შორის პაციენტის ასაკზე,გამრუდების ხარისხზე,პროგრესირების ალბათობაზე და ისეთი სიმპტომების არსებობაზე,როგორიცაა ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება.  მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: 

  1. დაკვირვება და მონიტორინგი

  მსუბუქი სიმძიმის სქოლიოზის დროს(კობის კუთხე 10-20 გრადუსი),განსაკუთრებით კი ბავშვებში,რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის პერიოდში არიან,რეკომენდირებულია რეგულარული შემოწმება და მრუდის პროგრესირების მონიტორინგი. დაკვირვებისთვის და ცვლილებების გამოსავლენად გამოიყენება პერიოდული რენტგენოგრაფია. 

  1. შროტის მეთოდი

    კონსერვატიული მკურნალობის ოქროს სტანდარტია. აერთიანებს სპეციფიკური სავარჯიშოების პროგრამას და დამხმარე საშუალებების გამოყენებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის სქოლიოზის დროს.

 

  1. ფიზიკური თერაპია

  ფიზიკური თერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქოლიოზის მართვაში, განსაკუთრებით კი ტკივილის შემცირებაში. 

ძალისმიერი ვარჯიშები - მიზნად ისახავს მუცლის,ზურგის და მენჯის კუნთების გაძლიერებას,რათა უზრუნველყონ ხერხემლის უკეთესი  სტაბილურობა

  • სუნთქვითი ვარჯიშები - მნიშვნელოვანია სქოლიოზის მართვაში,განსაკუთრებით მძიმე გამრუდების მქონე პირებში. ამ დროს ხშირია ფილტვის შეცვლა  და მნიშვნელოვანია  დიაფრაგმული სუნთქვა, რასაც შეუძლია სუნთქვის ფუნქციის ოპტიმიზაცია. 
  1. ბრეისინგი(კორსეტი)

    რეკომენდირებულია საშუალო სიმძიმის სქოლიოზის დროს (კობის კუთხე 25-40 გრადუსი). მკურნალობის მიზანია ბავშვის ზრდისას მრუდის შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილება. ბრეკეტის ტიპი და ტარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის  მრუდის ზომაზე  და მრუდის ზრდის პოტენციალზე. 

 

  1. ქირურგიული ჩარევა

  ქირურგიული ჩარევა რეკომენდირებულია მძიმე ფორმების დროს,როდესაც კობის კუთხე არის 40-50 გრადუსი, ან როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს  ხერხემლის ფიქსაციას და ტრანსპედიკულური ჭანჭკებით გასწორებას. 

 

ავტორი: ნიუპრესი