|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახიონოურის უბნის მაჟორიტარი - ვცდილობდი დაპირება არ გამეცა

2014 წლის 15 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნებზე მო­სახლეობა ახალ თვით­მმარ­თვე­ლობას აირ­ჩევს და ამ გზით, ამომ­რჩე­ვე­ლი ქა­ლა­ქის მარ­თვის მან­დატს მომ­დევ­ნო 4 წლის ვა­დით გა­დას­ცემს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე იქ­ნება ბევ­რი და­პი­რება ....

რამ­დე­ნად შეს­რულ­და ის და­პი­რებები, რომ­ლებიც წი­ნა არ­ჩევ­ნებზე ქუ­თა­ი­სე­ლებს უხვად და­უ­რი­გეს და რი­თაც ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს მაჟორი­ტარ­მა დე­პუ­ტა­ტებმა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ამომ­რჩევ­ლის გუ­ლი მო­ი­გეს? რა მოთხოვ­ნები ჰქონ­და და რა აქვთ სათ­ქმე­ლი თა­ვი­ან­თი ამომ­რჩევ­ლების­თვის დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლებმაც ოთხწლი­ა­ნი მაჟრი­ტა­რობის მან­და­ტი ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" სახელით მო­ი­პო­ვეს და ამ დრო­ის­თვის უმე­ტე­სობა სხვა პარ­ტი­ა­ში გა­და­ვი­და? რას ფიქ­რობენ ამომ­რჩევ­ლები პო­ლი­ტი­კუ­რად "გა­და­ნერ­გილ" უბნის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტა­ტებზე? - ამ და სხვა კითხვებზე პა­სუხს, ყოველ ორ­შაბათს "ახალი გა­ზე­თის" ახალ რუბრი­კა­ში, "უბნის მაჟორი­ტა­რი" მი­ი­ღებთ.

 


რუბრი­კის მო­რი­გი სტუ­მა­რი კახიო­ნო­უ­რის მოქ­მე­დი მაჟორი­ტა­რი და­ვით ჯანა­ში­ა­ა. იგი ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს მაჟორი­ტა­რი 2010 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" სახელით გახდა. თუმ­ცა, ამბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი არა­სო­დეს ყოფი­ლა.

კახიო­ნო­უ­რის სა­მაჟორი­ტა­რო ოლ­ქში 18 000 ამომ­რჩვე­ლია რე­გის­ტრი­რებული, სა­ი­და­ნაც ჯანა­ში­ას მხარი 70%-მა და­უ­ჭი­რა.

და­ვით ჯანა­შია პრო­ფე­სი­ით ექი­მია და ქუ­თა­ი­სის სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო­ში მუ­შაობს. მი­სი გან­მარ­ტებით, სწო­რედ სამ­სახური გახდა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მან მაჟორი­ტა­რის მან­და­ტის მო­სა­პო­ვებლად ეს უბანი აირ­ჩია და რო­გორც თა­ვად ამბობს, მი­სი, რო­გორც მაჟორი­ტა­რის სა­მუ­შაო კაბინე­ტიც, მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნობის ნაც­ვლად, სა­ა­ვადმყოფო­ში იყო.

"საკ­მა­ოდ ხში­რი კონ­ტაქ­ტი მქონ­და ად­გი­ლობრი­ვებთან, ვი­ცო­დი მა­თი პრობლე­მები და მინ­დო­და, რომ კი­დევ ერ­თი ბერ­კე­ტი მქო­ნო­და მა­თი პრობლე­მების გა­და­საწყვე­ტად. ჩემს მე­გობრებთან ერ­თად, ჯან­მრთე­ლობის გა­უმჯობესების კუთხით, ბევრ მათ­განს და­ვეხმა­რე. მრა­ვა­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ვახორ­ცი­ე­ლე, თუმ­ცა უმუ­შევ­რობა ისევ მწვა­ვე პრობლე­მად რჩება," - აცხადებს და­ვით ჯანა­ში­ა.

 

ამომ­რჩე­ვე­ლი მაჟორი­ტარ­ზე

"არ ვი­ცით ვი­ნაა მაჟორი­ტა­რი. ვი­საც ახლა ავირ­ჩევთ, ოთხი წლის მე­რე ისიც არ გვე­ცო­დი­ნება," - ამბობენ დე­პოს ქუ­ჩის მცხოვ­რებლები.

"ა­რას­დროს შევხვედ­რი­ვარ და არც მსმე­ნია მაგ ადა­მი­ან­ზე," - ამბობს  ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რები, რა­ი­სა მამ­რი­კიშ­ვი­ლი.

"ცალ თვალ­ში სი­ნათ­ლე არ მაქვს და სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, არც მაჟორი­ტა­რი არაა ჩემ­თვის და არც არა­ვინ," - ამობობს კახიო­ნო­უ­რის უბნის ამომ­რჩე­ვე­ლი.

"თუ არის დე­პუ­ტა­ტი, ამომ­რჩე­ველ­თან უნ­და მი­ვი­დეს," - ამბობს ახალ­გაზ­რდობის 6 შე­სახვე­ვის №25-ში მცხოვ­რები ამომ­რჩე­ვე­ლი.

"რო­გორც კარგ ექიმს, ისე მი­ვე­ცი ხმა," - აღ­ნიშ­ნავს ჩორ­გო­ლი­ა­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რები, მე­რაბ გო­გი­ჩა­ძე.

"გა­გო­ნი­ლი მაქვს კი, მაგ­რამ არ ვიც­ნობ. შე­იძ­ლება, ჩე­მი ბრა­ლი­ა, რომ არ ვიც­ნობ. რომ მო­სუ­ლიყო და გა­მე­გო, მა­ინც არ შევხდებოდი. რაც და­ვიბადე 29 მთავ­რობა გა­მო­იც­ვა­ლა და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე უა­რე­სი­ა," - აცხადებს ბალან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რები, ემ­ზარ ლე­ლა­ძე.

 

მაჟორი­ტა­რის დაპ­რებები

და­ვით ჯანა­ში­ას გან­მარ­ტავს, რომ ცდი­ლობდა და­პი­რებები არ გა­ე­ცა და ამომ­რჩე­ველს მხოლოდ ის დაჰპირ­და, რი­სი გა­კე­თების უნა­რიც ჰქონ­და.

"ვცდი­ლობდი და­პი­რება არ გა­მე­ცა. იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რად შე­პირ­დე, უნ­და იცო­დე რი­სი გა­კე­თების უნა­რი გაქვს. გან­სა­კუთ­რებული წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე იმა­ში, რომ ბევრ ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლობის შე­ნარ­ჩუ­ნებაში და აღ­დეგ­ნა­ში და­ვეხმა­რე," - ამბობს ჯანა­ში­ა.

თუმ­ცა, მი­სი თქმით, გარ­და ამომ­რჩევ­ლის ჯან­მრთე­ლობაზე ზრუნ­ვი­სა, სა­მაჟორი­ტა­რო უბან­ში ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ოები შეს­რულ­და. კახიო­ნო­უ­რის მაჟორი­ტა­რი უბან­ში შე­მა­ვა­ლი ქუ­ჩების რა­ო­დე­ნობას ვერ იხსე­ნებს, თუმ­ცა ამბობს, რომ ქუ­ჩების უმე­ტე­სობა ბეტო­ნის სა­ფა­რით მო­პირ­კეთ­და, ხოლო 21 ქუ­ჩა­ზე გა­კეთ­და გა­რე გა­ნა­თება.

"გა­კეთ­და ის, რაც სა­ერ­თოდ სხვა უბნებში კეთ­დებოდა," - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ჯანა­ში­ა.

კახიო­ნო­უ­რის უბნის მცხოვ­რებლების უმე­ტე­სობა კი უბან­ში არ­სებულ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრობლე­მებზე საუბრობენ.

"4 წლის წი­ნაც ასე­თი მო­უ­წეს­რი­გებელი იყო ეზო, მაგ­რამ ეს ამხანა­გობის ბრა­ლი­ა," - ამბობს ლე­ო­ნი­ძის №Iა-ში მცხოვ­რები ამომ­რჩე­ვე­ლი.

ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რებლები ასე­ვე, კორ­პუ­სებს შო­რის არ­სებული სკვე­რის კე­თილ­მოწყობას ითხოვენ.

"ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობლე­მაა სკევ­რი. სკა­მები დად­გან, კა­რუ­სე­ლები, რომ ბავ­შვები გა­ერ­თონ და ადა­მი­ანს ნორ­მა­ლუ­რი დას­ვე­ნების სა­შუ­ა­ლება ჰქონ­დეს," - აცხადებენ ისი­ნი.

 

"ნა­ცი­ო­ნა­ლობიდან" "პატ­რი­­ტობამ­დე"

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების შემ­დეგ და­ვით ჯანა­ში­ამ პი­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა შიც­ვა­ლა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობიდან" "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტი­ორ­თა ალი­ან­სის" რი­გებს შე­უ­ერ­თდა. რო­გორც თა­ვად დე­პუ­ტა­ტი გან­მარ­ტავს, ამ­გვა­რი პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლების ცვლი­ლება ისევ ამომ­რჩვე­ლის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნახორ­ცი­ე­ლა.

"მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ა­ში იმყოფება, მის­თვის ძნე­ლია ამომ­რჩე­ველ­ზე ზრუნ­ვა, რად­გან თუ ხელი­სუფ­ლება არ უჭერს მას მხარს, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გობა ხვდება. არ მინ­დო­და ვყოფი­ლიყავი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი," - აცხადებს და­ვით ჯანა­ში­ა.

უბნის მაჟორი­ტა­რის პო­ლი­ტი­კურ ტრან­სფორ­მა­ცი­ას კახიო­ნო­უ­რის მცხოვ­რებელები უარყოფი­თად აფა­სებენ. მა­თი თქმით, ასე­თი მაჟორი­ტა­რი ამომ­რჩევ­ლის თვალ­ში ნდობას კარ­გავს.

"რო­დის იყო ქურ­დი პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცი ხდებოდა."

"სამ­სახურებრი­ვი მო­ვა­ლეობა რომ გა­აგ­რძე­ლოს, იმი­ტომ იც­ვლის, ალბათ, პარ­ტიებს."

"ი­მი­ტომ, რომ ფუ­ლებს პირ­დებიან, გად­მო­დი ჩემ პარ­ტი­ა­ში და ფულს მოგ­ცემ­თო. ფულ­ში როგორ გავ­ცვლი ჩემ სამ­შობლოს," - ამბობს ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რები ამომ­რჩე­ვე­ლი.

"გჯერათ ასე­თი ადა­მი­ნის? ეს ყვარყვა­რიზ­მი­ა. ალბათ იმე­დი აქვს, რომ ახლა ეს ძა­ლა მო­ვა. ასეთ ადა­მი­ანს ვერ ვენ­დობოდი," - ამბობს ბალან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რები, პა­ა­ტა ცხადა­ძე.

 

ისევ პო­ლი­ტი­კა­ში

და­ვით ჯანა­შია ქუ­თა­ი­სის საკ­რებულო­ში მაჟორი­ტა­რის მან­და­ტის მო­პო­ვებას 2014 წლის 15 ივ­ნი­სის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებშიც შე­ეც­დება. ამჯერად, ის ამომ­რჩვე­ლების ხმების მო­პო­ვებას ისევ კახიო­ნო­უ­რის ოლ­ქში, ოღონდ "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტი­ოტ­თა ალი­ან­სის" სახელით შე­ეც­დება.

და­პი­რებების გა­ცე­მის­გან პატ­რი­ო­ტი მაჟორი­ტა­რობის კან­დი­და­ტი ამჯერა­დაც თავს იკა­ვებს. თუმ­ცა, ამბობს, რომ ამომ­რჩე­ველს კონ­კრე­ტულ პროგ­რა­მას თა­ვა­ზობს და იმე­დი აქვს, რომ ამომ­რჩვე­ლი სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს.

"ჯანა­შია კი არა, მა­მა­ჩე­მი რომ იყრი­დეს კენჭს, იმას არ მივ­ცემ ხმას," - ამბობს კახიო­ნო­უ­რის უბან­ში მცხოვ­რები ამომ­რჩე­ვე­ლი.

 

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა