|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაცემა "აქეცენტი": "მშვიდი არჩევნები" ქუთაისში - დარღვევები, ხარვეზები და რეკომენდაციები (Video)

ქუთაისში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მეორე ტურის გარეშე ჩაიარა. 50%–იანი ბარიერი „ქრთული ოცნების“ მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ გადალახა, რომელმაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 50,75% მიიღო. თუმცა, საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია იმ საჩივრებს განიხილვას, რომლებიც ოლქში საარჩევნო უბნებიდან არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევის თაობაზე შევივიდა.

როგორი იყო ქუთაისში კენჭისყრის დღე, როგორ მიმდინარებს საჩივრების განხილვა, შესაძლებელია თუ არა საქმე რომელიმე უბნის შედეგების ბათილობამდე მივიდეს?
კვალიფიკაციის ნაკლებობა, გაყალბების მცდელობა თუ ტექნიკური ხარვეზები  – ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარია – ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი; მეორე ბლოკში - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ქუთაისის ოლქის კოორდინატორი, გიგა მელქაძე და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ჭიქაბერიძე;


ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლე მორგოშია