|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრომეთეს მღვიმე ტურისტებს ემუქრება?!

­თა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მომხდა­რი ნგრე­ვის შემ­დეგ, ანა­ლო­გი­ურ საფრთხეზე საუბრობენ ახალ­რეაბილი­ტი­რებულ პრო­მე­თეს მღვი­მის მი­მარ­თაც. ობიექ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რების პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი იმ სა­შიშ­როებებზე ამახვი­ლებს ყურად­ღებას, რაც შე­საძ­ლოა ნაჩ­ქა­რევ­მა და უსაფრთხოების ნორ­მების გათ­ვა­ლის­წი­ნების გა­რე­შე ჩა­ტა­რებულ­მა სა­მუ­შა­ოებმა მღვი­მეს მო­­ტა­ნოს.თე­­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ა, რო­მე­ლიც  წყალ­ტუბოში, სო­ფელ ყუმის­თავ­ში მდებარე მღვი­მის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რების პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და 2007-2012 წლებში სა­მუ­შა­ოების ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, აცხადებს, რომ  მღვი­მე­ში ტბისა და ტბაზე გა­სას­ვლე­ლის მოწყობა ნაჩ­ქა­რე­ვად, საფრთხეების გა­უთ­ვლე­ლად და უსაფრთხოების ნორ­მების დაც­ვის გა­რე­შე განხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც ჩო­ჩუა ამბობს, 4 წლის გან­მავ­ლობაში მღვი­მის კე­თილ­მოწყობას საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ" ახორ­ცი­­ლებდა. აღ­ნიშ­ნულ­მა ფონ­დმა ტუ­რის­ტუ­ლი  ობიექ­ტი სახელ­მწი­ფოს მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვლის ბოლოს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა.  თე­მურ ჩო­ჩუ­ას თქმით, ამ დროს მღვი­მე დაც­ვის სის­ტე­მი­თა და სა­მეც­ნი­­რო ლაბორა­ტო­რიებით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი. ის იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ  4 წლის გან­მავ­ლობაში სა­მუ­შა­ოები ისე მიმ­დი­ნა­რეობდა,  მღვი­მე­ში არც ერ­თი სტა­ლაქ­ტი­დი არ და­ზი­­ნებულა.

„ამ ხნის გან­მავ­ლობაში მეც­ნი­­რები ფრთხილად აწარ­მოებდნენ სა­მუ­შა­ოებს. რო­დე­საც მღვი­მე სახელ­მწი­ფოს გა­და­ვე­ცით, მათ გა­დაწყვი­ტეს 2-3 თვე­ში გა­­კე­თებინათ ურ­თუ­ლე­სი მო­ნაკ­ვე­თი. ბარბარო­სუ­ლი მე­თო­დებით იმუ­შა­ვეს. ძლი­­რი აფეთ­ქების გა­მო რიგ ად­გი­ლებში მღვი­მის ჭე­რი დაბზა­რუ­ლი­ა. არ არის დაბეტო­ნებული ის 4-მეტ­რი­­ნი ნა­წი­ლი, სა­­და­ნაც მღვი­მი­დან ნა­ვი გა­მო­დის. ნა­ვებში რომ სვა­მენ ხალხს, ად­გილ­ზე მაშ­ვე­ლი რგო­ლები არ გაჩ­ნი­ათ, ადა­მი­­ნი რომ  გად­მო­ვარ­დეს და წყალ­ში ჩა­ვარ­დეს.  მღვი­მეს იმის­თვის გა­და­­­რეს, რომ ქვეყნის პირ­ვე­ლი პი­რის­თვის ეხარებინათ: „ნახე რა მაგ­რები ვართ, მოკ­ლე დრო­ში რი­სი გა­კე­თება შევ­ძე­ლი­თო," - ამბობს თე­მურ ჩო­ჩუ­ა.

პრო­მე­თეს მღვი­მის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რების პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იმ პრო­ცე­დუ­რებს გან­მარ­ტავს, რო­მე­ლიც  მღვი­მე­ში ტბისა და ტბაზე გა­სას­ვლე­ლის მოწყობის პრო­ცეს­ში უნ­და გა­ევ­ლოთ. მი­სი თქმით, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­რო იყო მღვი­მის მთე­ლი სის­ტე­მის შეს­წავ­ლა მყვინ­თა­ვი სპე­ლე­­ლო­გების მი­ერ.  შემ­დეგ უმოკ­ლე­სი მან­ძი­ლების გან­საზ­ღვრა იქ, სა­დაც კლდეები უნ­და გაჭ­რი­ლიყო. რო­გორც ჩო­ჩუა ამბობს, მი­წის­ქვეშ წყალ­ქვე­შა კლდებია, სა­დაც  8 მდი­ნა­რე ერ­თდება. აფეთ­ქების დროს კი  ნარ­ჩე­ნები იქ­ვე, წყალ­ში ჩაყარეს. მი­სი თქმით, წყლის­თვის  გა­სას­ვლე­ლის ჩა­კეტ­ვამ შე­საძ­ლო­ა, სხვა პრო­ცე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს.  

„ერ­თი კლდე სი­გა­ნე­ში 30 მეტ­რამ­დე­ა. მა­თი ასე ბარბარო­სუ­ლად გა­მოჭ­რა და ქვე­ვით რა­ღა­ცის ჩაყრა, რო­დე­საც არ იცი რო­მე­ლი მდი­ნა­რის რა შე­ნა­კადს კე­ტავ, კაც­მა არ იცის რა შე­დე­გებს მო­­ტანს. ეს გა­­კე­თეს არაპ­რო­ფე­სი­­ნა­ლებმა არას­წო­რი მე­თო­დებით. იქ სპე­ცი­­ლუ­რი ჩამ­კე­ტები უნ­და იყოს, რომ მღვი­მის წყლის გა­მო­დევ­ნა არ მოხდეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, თუ ჰაე­რი გა­მო­ვი­და, მღვი­მე და­­ღუ­პება, რად­გან ის თა­ვი­სი მიკ­როკ­ლი­მა­ტის გა­რე­შე დარ­ჩება," - ამბობს ჩო­ჩუ­ა.

თე­მურ ჩო­ჩუა ობიექ­ტზე სა­მუ­შა­ოების დაჩ­ქა­რებული ტემ­პით განხორ­ცი­­ლების გარ­და, საფრთხეს იმა­შიც ხედავს, რომ ად­გილ­ზე სპე­ცი­­ლის­ტების მი­ერ მღვი­მის ყოველ­დღი­­რი მო­ნი­ტო­რინ­გი არ ხორ­ცი­ელ­დება. მი­სი თქმით, მღვი­მე­ში არც ის აპა­რა­ტუ­რა არის გან­თავ­სებული, რო­მელ­საც წყალ­მო­ვარ­დნის საფრთხის მა­უწყებლის ფუნ­ქცია აკის­რი­ა.

 „სპე­ცი­­ლუ­რი მე­ტე­­სად­გუ­რები და მთე­ლი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ფონ­დმა „ქარ­თუმ" შე­­ძი­ნა,  დღეს საწყობებში დევს. არა­და, იმის­თვის ვიყიდეთ, რომ რო­დე­საც საფრთხე გაქვს სად­ღაც, ტექ­ნი­კამ და­­ფიქ­სი­როს,  დრო­­ლად გაიყვა­ნო იქი­დან ტუ­რის­ტები და  წყლის დო­ნის მა­ტებას და­აკ­ვირ­დე. დღეს ამ სის­ტე­მას არ იყენებენ. სა­მა­გი­­როდ, იქ მო­ლა­რე ჰყავთ, რო­მე­ლიც ფულს ით­ვლის. ეს მღვი­მე ფონ­დმა წყალ­ტუბოს­თვის, რე­გი­­ნის­თვის, ად­გი­ლობრი­ვი მცი­რე ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მეების გან­ვი­თა­რების­თვის გა­­კე­თა. თუმ­ცა, რო­გორც კი სა­მი­ნის­ტროს გა­და­ვე­ცით, ყვე­ლა­ფე­რი ჯიბეში ერ­თმა უწყებამ ჩა­­დო და რე­გი­ონს არც არა­ფე­რი შეხვდა," - ამბობს თე­მურ ჩო­ჩუ­ა.

რო­გორც პრო­მე­თეს მღვი­მის ტუ­რის­ტუ­ლი

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა