|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯარიმა რეაბილიტაციისთვის

ქუ­თა­­სის ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ უნებარ­თვო  მშე­ნებლობის წარ­მოების ფაქ­ტზე საცხოვ­რებელი სახლების მე­პატ­რო­ნეები დააჯარი­მა. და­კის­რებულ­მა ჯარი­მამ 3 000 ლა­რი შე­ად­გი­ნა. მე­რი­ის არ­ქტი­ტექ­ტუ­რი­სა და ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახურის უფ­რო­სი ვა­სილ მებურიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ობიექ­ტების მე­პატ­რო­ნეების დაჯარი­მების მი­ზე­ზი - მშე­ნებლობის  ნებარ­თვის­თვის აუ­ცი­ლებელი  მშე­ნებარე ობიექ­ტის პრო­ექ­ტის არარ­სებობა გახდა.

„არ ვი­ცო­დი, თუ სახლის გა­დახურ­ვა­საც პრო­ექ­ტი და ნებარ­თვა სჭირ­დებოდა. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­ვიწყე სახლის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები. მაგ­რამ ვინ გა­ცა­ლა? დაჯარი­მება მეს­მის, რო­ცა იერ­სახეს ამახინჯებ, ან მე­ზობლები გე­და­ვება. მაგ­რამ ასეთ შემთხვე­ვა­ში ცო­ტა უც­ნა­­რი­ა. სახლის გა­დახურ­ვის­თვი­საც მე­რი­ის  ნებარ­თვა რო­გორ უნ­და გჭირ­დებოდეს?",  -  ამბობს ერთ-ერ­თი  დაჯარი­მებული ობიექ­ტის მე­პატ­რო­ნე სერ­გო  მამ­რი­კიშ­ვი­ლი. რო­გორც მამ­რი­კიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მწვა­ნეყვა­ვი­ლას ქუ­ჩის  №78-ში მდებარე ამორ­ტი­ზებულ საცხოვ­რებელ  სახლს  სა­რეაბილი­ტა­ციო  სა­მუ­შა­ოებს იმის გა­მო უტარებდა, რომ სახურა­ვი­დან წყალი ჩა­მო­დი­­და. „ამი­ტო­მაც გა­დავწყვი­ტეთ გა­და­მეხურა და მან­სარ­დი გა­მე­კე­თებინა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ მამ­რი­კიშ­ვი­ლები.

მამ­რი­კიშ­ვი­ლებმა სახლის სა­რეაბილი­ტა­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი თანხით   მიმ­დი­ნა­რე წლის ზამ­თარ­ში ჯარი­მა გა­დაიხადა. თუმ­ცა, მათ დაწყებული მშე­ნებლობის გაგ­რძე­ლების ნებარ­თვა ამ­დრომ­დე არ აქვთ მი­ღებული. რად­გან, „დაპ­რო­ექ­ტებას გარ­კვე­­ლი თანხა სჭირ­დება. რომ და­ვაპ­რო­ექ­ტო, მა­ინც რა აზ­რი აქვს. რად­გან,  სახლის სა­რეაბილი­ტა­ციო თანხაც აღარ გვაქვს", - ამბობს სერ­გო მამ­რი­კიშ­ვი­ლი.

მამ­რი­კიშ­ვი­ლების ოჯახის მსგავ­სად, საცხოვ­რებელ ბინა­ში აივ­ნის მი­შე­ნების გა­მო,  დაჯარი­მებულ იქ­ნა შარ­ტა­ვას ქუ­ჩის  №2/37-ში მცხოვ­რები ეკა­ტე­რი­ნე კუბლაშ­ვი­ლი.

„ჯარი­მა 3 000 ლა­რი გა­და­ვიხადეთ, რად­გან გვითხრეს რომ გა­დაუხდე­ლობის შემთხვე­ვა­ში კი­დევ გა­ორ­მაგ­დებოდა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ კუბლაშ­ვი­ლები.

ჯარი­მა უკ­ვე გა­ორ­მა­გებული აქვს კი­დევ ერთ დაჯარი­მებული ობიექ­ტის მე­პატ­რო­ნეს ნო­დარ ბერუ­ჩაშ­ვილს. რო­გორც ბერუ­ჩაშ­ვი­ლები გან­მარ­ტა­ვენ, ფი­ნან­სუ­რი პრობლე­მების გა­მო, ვერ მოახერხეს სან­ქცი­ით და­კის­რებული  3 000 ლა­რის გა­დახდა. „ჯარი­მის თანხის ვა­და იყო ერ­თი თვე. მაგ­რამ იმის გა­მო, რომ ეს თანხა ფი­ზი­კუ­რად არ გვქონ­და, დრო­ში ვერ  ჩა­ვე­ტი­ეთ. ახლა გა­ორ­მა­გებით 6 000 ლა­რის გა­დახდა  რამ­დე­ნი­მე დღე­ში გვი­წევს", - ამბობს ნო­დარ ბერუ­ჩაშ­ვი­ლი.

რო­გორც ბერუ­ჩაშ­ვი­ლები გან­მარ­ტა­ვენ,  ისი­ნი "მე­ზობლუ­რი ჩაშ­ვების" მსხვერ­პლნი გახდნენ. ბერუ­ჩაშ­ვი­ლები გე­ლა­თის ქუ­ჩის №67-ში ახლად­ნაყიდი სახლის მშე­ნებლობას ახორ­ცი­ლებდნენ.  თუმ­ცა, იმის გა­მო, რომ  მე­ზობლებს სა­ერ­თო ეზო ჰქონ­დათ, წი­ნა­აღ­მდე­გი აღ­მოჩ­ნდე­ნენ ბერუჩ­ვი­ლების სახლის სამ­შე­ნებლო სა­მუ­შა­ოებით. „მე­ზობელი კედ­ლის ამოყვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყო", - აღ­ნიშ­ნავს ბერუ­ჩაშ­ვი­ლი.

„არის შემთხვე­ვები, რო­ცა უკ­მაყოფი­ლო მე­ზობლებიც მოგ­ვმარ­თა­ვენ და გვთხოვენ, რა­­მე ღო­ნის­ძიების ჩა­ტა­რებას ან მშე­ნებლობის დე­მონ­ტაჟსაც კი", -  აღ­ნიშ­ნა­ვენ  ქუ­თა­­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახურ­ში.

მე­რი­ის სამ­შე­ნებლო საქ­მი­­ნობაზე ზე­დამხედ­ვე­ლობის განყოფი­ლებამ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­­ზე უნებარ­თვო მშე­ნებლობის წარ­მოების  ფაქ­ტზე  2012 წლის იან­ვრი­დან ამ­დრომ­დე სულ 10 მე­პატ­რო­ნე დააჯარი­მა. დაჯარი­მებულ საცხოვ­რებელ ობიექ­ტების მე­პატ­რო­ნეებს შო­რის არის ახლად­გახსნი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი „ალაბამა", რო­მე­ლიც ავან­გარ­დის და­სახლებაში მდებარეობს. სა­ვაჭ­რო ცენტრს ჯარი­მა მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე 40   სა­ვაჭ­რო ფარ­დუ­ლის მშე­ნებლობის გა­მო და­­კის­რა.

„ჩვენ სას­წრა­ფოდ უნ­და აგ­ვე­შე­ნებინა ეს ფარ­დუ­ლები. დაპ­რო­ექ­ტებას ვერ და­ვე­ლო­დებოდით, რად­გან საქ­მე გა­მი­ფუჭ­დებოდა. მარ­თა­ლი გითხრათ, ამ ჯარი­მას სულ არ და­ვუ­ზა­რა­ლებივარ. ჯარი­მაც გა­და­ვიხადე და ახალ პრო­ექ­ტსაც ვამ­ზა­დებ. იცით, ბიზ­ნესს თა­ვი­სებური მიდ­გო­მა და მარ­კე­ტინ­გი აქვს. საცხოვ­რებელ სახლის მშე­ნებლობას რო­ცა ეხება საქ­მე, ეგ სულ სხვა სა­კითხია", - ამბობს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ვი მკერ­ვა­ლიშ­ვი­ლი.

ქუ­თა­­სის მე­რი­­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ნების­მი­­რი სახის მშე­ნებლობის წარ­მოებას ნებარ­თვის გა­სა­ცე­მად პრო­ექ­ტი სჭირ­დება. თუმ­ცა, მშე­ნებარე ობიექ­ტის  პრო­ექ­ტის მომ­ზა­დება  გარ­კვე­ულ ფი­ნან­სებთან და დროს­თან არის და­კავ­ში­რებული.  პრო­ექ­ტის ღი­რებულება მშე­ნებარე ობიექ­ტის მო­ცუ­ლობაზე არის და­მო­კი­დებული. ერ­თი კვა­და­რა­ტუ­ლი მეტ­რის ღი­რებულება 5-ლა­რი­დან 10-ლა­რამ­დე მერყეობს. რო

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა