|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები აგვისტოს ომზე - საქართველოს ოკუპაციის პროცესი კვლავაც გრძელდება

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოების განცხადებით, აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას.

"სამწუხაროა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პროცესი კვლავაც გრძელდება ე.წ. "ბორდერიზაციის" სახით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესება სდევს თან," - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავროები, ასევე, აცხადებენ, რომ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავაც არ სრულდება და ადამიანებს არ ეძლევათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება. ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზეც, რომ საქართველოს  მოქალაქეებისაკუთრებისა და გადაადგილების უფლება ყოველდღიურად ირღვევა.

ამავე დროს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მადლობას უხდიან საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და პატივისცემისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიება და ომში დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენა. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ კვლავაც გააგრძელოს აქტიური საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით და არ შეასუსტოს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისთვის.

ასევე, "გააგრძელოს ზრუნვა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ომში დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე," - აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშNულ განცხადებას არასამთავრობო როგანიზაციები სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დაფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ავრცელებენ.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა