|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილები პირველყოფილ წყობილებაში

ქუ­თა­ის­ში, ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე მცხოვ­რები იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებული პი­რების გან­სახლების სა­კითხი ამ დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა. დევ­ნი­ლებს ახალი საცხოვ­რებლებით დაკ­მაყოფი­ლებას ხელი­სუფ­ლება უკ­ვე 2 წე­ლია, ჰპირ­დება. თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლობაში იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პი­რებს მხოლოდ და­პი­რებები ეს­მით.  პი­რობები კი რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რობენ, არ­სებობის­თვის  შე­უ­საბამო­ა.

ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე დევ­ნი­ლები ბაზა „მუხნა­რის", ყოფი­ლი ბავ­შვთა ტურბაზი­სა და ასე­ვე, №16 საჯარო სკო­ლის გვერ­დით მდებარე გა­უქ­მებული სკო­ლის შე­ნობაში არი­ან გან­თავ­სებულ­ნი. დაახლოებით წე­ლი­წად­ნახევ­რის წინ ხელი­სუფ­ლებამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან დევ­ნი­ლების გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი გა­დაიყვა­ნა. რო­გორც დევ­ნილ­თა დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლის­თვის გახდა ცნობილი, შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი საცხოვ­რებლად უვარ­გი­სი პი­რობები იყო. შე­საბამი­სად, იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებული ის პი­რები, რომ­ლებსაც ახალი საცხოვ­რებელი არ შეხვდათ, დევ­ნილ­თა უწყების­გან გან­მარ­ტებას მო­ითხოვენ: რა­ტომ გაიყვა­ნეს დევ­ნი­ლები ნა­წილ-ნა­წილ, რო­დე­საც თა­ვად  ამორ­ტი­ზებულ კო­ტეჯებში, ვირთხებისა და ქვე­წარ­მავ­ლების გვერ­დით უწევთ  ცხოვ­რება.


დევ­ნი­ლების წი­ნა­შე არ­სებულ ერთ გა­უ­გებრობას კი­დევ მე­ო­რე ემა­ტება. მათ­თვის უც­ნობია, თუ სად შე­იძ­ლება გა­ა­სახლონ. ისი­ნი აცხადებენ, რომ ქუ­თა­ისს გა­რეთ ბინა არ უნ­დათ.  ერ­თა­დერ­თი რამ, რა­შიც იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პი­რებს ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლები არ­წმუ­ნებენ, ის არის, რომ ამჟამინ­დე­ლი საცხოვ­რებელი ტე­რი­ტო­რი­ი­დან მათ აუ­ცი­ლებლად გაიყვა­ნენ.

„ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს ქუ­თა­ი­სის შტაბში გვითხრეს, ჯერ ჩვენც არ ვი­ცით, სად გა­და­გიყვანთ და თქვენ რა გითხრა­თო," - ამბობს ბაზა „მუხნარ­ში" მცხოვ­რები, აფხაზე­თი­დან დევ­ნი­ლი მი­რი­ან ჭან­ტუ­რი­ა.

„მუხნარ­ში" ამ ეტაპ­ზე აფხაზე­თი­დან დევ­ნი­ლი 7 ოჯახი ცხოვ­რობს. ოჯახების ნა­წილს, რომ­ლებიც უკ­ვე გა­ა­სახლეს, საცხოვ­რებლად ერ­თო­თახია­ნი ბინები ქუ­თა­ის­ში, ახალ­გაზ­რდობის გამ­ზი­რის №19-ში, ასე­ვე, ბათუმ­სა და ფოთ­ში მის­ცეს.  დევ­ნი­ლების დარ­ჩე­ნილ­მა ნა­წილ­მა იცის, რომ ისი­ნიც ერ­თო­თახია­ნი ბინების პროგ­რა­მა­ში არი­ან ჩას­მუ­ლი. თუმ­ცა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერ­თი ოთახი მცი­რე ფარ­თია და ამ შემთხვე­ვა­ში გან­სახლებაზე უარს იტყვი­ან.

„მე ერ­თო­თახიან­ზე არ ვარ თა­ნახმა. ომი და უბედუ­რება რომ არ ყოფი­ლიყო და ჩე­მი საცხოვ­რებელი არ და­მე­კარ­გა, იქ ისე­თი სახლი და­მა­ტო­ვებინეს, გა­ჭირ­ვებულებს იქეთ და­ვეხმა­რებოდი. სახლი დავ­კარ­გე, ომ­ში ვიბრძო­დი და აქ კი­დევ 1 ოთახს მა­მად­ლი­ან?! ჩემ­თან ერ­თად დე­და­ჩე­მი ცხოვ­რობს.  ახლა სა­კუ­თა­რი ოჯახი არ მყავს, მაგ­რამ რომ და­ვოჯახდები, მე­უღ­ლე და შვი­ლები სად წა­ვიყვა­ნო?" -ამბობს  დევ­ნი­ლი მი­რი­ან ჭან­ტუ­რი­ა.

დევ­ნილ­თა მე­ო­რე ნა­წი­ლი, შტაბის მი­ერ გაჟღე­რებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყრდნობით, მა­თი ახალი საცხოვ­რებლის გან­თავ­სების ვერ­სიებზე საუბრობს. რო­გორც ირ­კვე­ვა, იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებული პი­რები შე­საძ­ლო­ა, ქუ­თა­ის­ში, „დე­და­თა და ბავ­შვთა სამხარეო-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის" შე­ნობაში გან­თავ­სდნენ. (თა­ვად ცენ­ტრმა მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ივ­ნი­სი­დან ზ. ცხაკა­ი­ას სახელობის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­ი­ნაც­ვლა). 

„თვი­თონ შტაბში უთ­ქვამთ ასე. კარ­გი სა­ა­ვადმყოფო არის, არე­მონ­ტებენ და იქ გა­და­გიყვან­თო," - ამბობენ დევ­ნი­ლები.

„არ ვი­ცით, სად წაგ­ვიყვა­ნენ. მოვ­ლენ აქ და იმას გეუბნებიან, ხმა მოგ­ვე­ცი­თო. ხმის მი­ცე­მა კი არა, თო­ფით უნ­და გა­მო­ე­კი­დო ყვე­ლას. არც ხელი­სუფ­ლება და არც ოპო­ზი­ცია არ არის ჩვენ­თვის," - ამბობს გუ­რამ ლობჟანი­ძე.

იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებული პი­რები იმა­ზეც საუბრობენ, რომ ახალ სახლებში შე­საბამი­სი საცხოვ­რებელი პი­რობები უნ­და იყოს. მა­თი თქმით, ის პი­რები, რომ­ლებიც სახელ­მწი­ფომ საცხოვ­რებლებით უკ­ვე და­აკ­მაყოფი­ლა, სახლებით უკ­მაყოფი­ლებას გა­მოთ­ქვა­მენ. მათ უკ­მაყოფი­ლებას კი  კე­დელ­ზე ამო­სუ­ლი სო­კოები და კედ­ლი­დან გა­მო­სუ­ლი წყალი იწ­ვევს. 

„სი­მარ­თლე რომ გითხრათ, მე ბინა კი არა, ჩემს სახლში დაბრუ­ნება მინ­და. ისეთ ბინა­ში ვერ ვიცხოვ­რებ, სა­დაც კე­დელ­ზე სო­კოებია საკ­რე­ფი და წყალი გა­მო­დის.  აქ ისე­დაც ვირთხებში ვცხოვ­რობთ. 21-ე სა­უ­კუ­ნე­აო, იძახიან. ხალხი კოს­მოს­ში დაფ­რი­ნავს და ჩვენ კი­დევ  პირ­ველყოფილ წყობილებაში ვართ ჩარ­ჩე­ნი­ლი," - ამბობს დევ­ნი­ლი მე­რი დიხამინჯია.

ქვე­წარ­მავ­ლების გა­რე­მოც­ვა­ში უწევთ ცხოვ­რება ყოფილ ბავ­შვთა ტურბაზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სებულ დევ­ნი­ლებსაც. აქ ახალ საცხოვ­რებლებს 87 ადა­მი­ა­ნი ელო­დება. დევ­ნი­ლები ლტოლ­ვილ­თა უწყების მუ­შაობით აშ­კა­რა უკ­მაყოფი­ლებას გა­მოხატა­ვენ. მა­თი თქმით, უწყების თა­ნამ­შრომ­ლები და­სახლებაში არა ხალხის და­სახმა­რებლად, არა­მედ, იმის­თვის მი­დი­ან, რომ გარ­დაც­ვლი­ლი პი­რები აღ­რიცხონ.

„აქ მოვ­ლენ და იმას ით­ვლი­ან, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მარ­თლაც ასე­ა, ხალხი იხოცება. ვირთხებთან ცხოვ­რებას ისიც ემა­ტება, რომ თავ­ზე გვაწ­ვიმს. ამ ზამ­თარ­ში თუ აქ დავ­რჩით, ჩათ­ვა­ლონ, რომ სახელ­მწი­ფოს დახმა­რება და მა­თი ბინები აღარ დაგ­ვჭირ­დება," - ამბობენ დევ­ნი­ლები.

 

დევ­ნილ­თა გან­სახლების პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რებით ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო­ში აცხადებენ, რომ  იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის მას­შტაბით ამ ეტაპ­ზე 5 შე­ნობის რეაბილი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რეობს. ხოლო 2012-2013 წლების მან­ძილ­ზე კი­დევ 35 ობიექ­ტის რეაბილი­ტა­ცია იგე­გე­მება. უწყების პრეს­სამ­სახურ­ში არ აკონ­კრე­ტებენ, თუ რო­მე­ლი ობიექ­ტების რეაბილი­ტა­ცი­ა­ზეა საუბარი ან რა ვა­და­ში და­აკ­მაყოფი­ლებენ საცხოვ­რებლებით ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე ჩა­სახლებულ დევ­ნი­ლებს. უწყებაში უბრა­ლოდ გან­მარ­ტა­ვენ, რომ: „შე­ნობების გა­რე­მონ­ტების პა­რა­ლე­ლუ­რად მოხდება იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ დევ­ნილ­თა გან­სახლება მა­თი ოჯახების მოკ­ვლე­ვი­სა და სა­ჭი­როებების მიხედ­ვით. ეს, რა თქმა უნ­და, ეხება ქუ­თა­ის­ში, ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე მდებარე ბაზა „მუხნარ­ში", ბავ­შვთა ტურბაზა­ში, ყოფი­ლი სკო­ლი­სა და საბავ­შვო ბაღის შე­ნობაში მცხოვ­რებ დევ­ნი­ლებს," - აცხადებენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

 იმ დრომ­დე, ვიდ­რე ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე მცხოვრები დევ­ნი­ლების პრობლე­მების მოგ­ვა­რებას უზ­რუნ­ველყოფს, იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებული პი­რები არ­სებობისათ­ვის შე­უ­ფე­რებელ პი­რობებსა და პირ­ველყოფილ წყობილებაში რჩებიან.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე