|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დემურ გიორხელიძე: "საქართველო, დღეს, ქალთა შრომაზე არსებობს, ეს განსაკუთრებით, ქუთაისზე ითქმის"

 ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და ქუთაისის განვითარების პერსპექტივებზე  "Newpress.ge" ეკონომიკის ანალიტიკოსი,  ქუთაისის გულშემატკივარი დემურ გიორხელიძე  ესაუბრება.

-მთავრობა მუშაობის ორ წელს აფასებს, როგორ შეაფასებთ თქვენ? 

-შეფასება ორგვარია,  ერთი ის, რომ ცალკეული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა და ამას ჰქონდა ხალხისათვის მნიშვნელობა, - თუ გნებავთ, დაზღვევის საკითხი აიღეთ, ათასობით ადამიანი ვერ იღებდა სამედიცინო მომსახურებას და ახლა არასრულად, მაგრამ გაჩნდა საშუალება. აიღეთ აგრეთვე ის, რაც აშკარაა - ბიზნესს ახლა არავინ აყაჩაღებს, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, ადამიანებს არ შეურაცხყოფენ და აბუჩად არ იგდებენ, - ესეც წინა ხელისუფლების საფირმო ნიშანი იყო და ა.შ. მაგრამ, მეორე მხრივ, ფუნდამენტური საკითხებ გადაჭრისათვის ბევრი ვერაფერი გაკეთდა: ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები - აი, უპირველესი პრობლემა ქვეყნის წინაშე! ეკონომიკა სუსტად ვითარდეა, სამუშაო ადგილები არ იქმნება და ასე თუ გაგრძელდა, არც შეიქმნება.

- რა არის ძირითადი გამოწვევები და რატომ არ უმჯობესდება რეალურად ხალხის მდგომარეობა? 

-ისეთი მწირი ეკონომიკის პირობებში, როგორიც დღევანდელი ქართული ეკონომიკაა, - სრულად დეინდუსტრიალიზებული, იმპორტზე ჩამოკიდებული, არაკონკურენტუნარიანი და მონოპოლურ სტრუქტურებზე აგებული - არ იძლევა სხვა საშუალებას. ამას ემატება მთავრობის სუსტი პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განუვითარებლობა და ღვთის ანაბარად მიტოვება და... შედეგი სახეზე.  ადამიანი თუ არ შრომობს, უკეთ როგორ იცხოვრებს? მთელს მსოფლიოში დასაქმებას და მისაღები დონის შემოსავლებს მცირე და საშუალო ბიზნესი უზრუნველყოფს. მსოფლიოში 10 შექმნილი ახალი სამუაო ადგილიდა 8 სამუშაო ადგილს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. საქართელოში ბოლო 2 წლის განმავლობაში უმსხვილესი მონოპოლური ჯგუფების ბრუნვა 4,5 მლრდ ლარით გაიზარდა და 9 მლრდ ლარს მიაღწია. მწირე და საშუალო ბიზნესის საერთო ბრუნვა 2 წლის წინ 1 მლრდ ლარი იყო და 2 წლის მერეც იგივეა. მცირე და საშუალო ბიზნესი დამცირებული და მიტოვებულია. შედეგი სახეზეა: ქვეყანაში ხელფასი მხოლოდ 660 ათას კაცს აქვს, აქედან 20 ათასამდე უცხოელია. დანარჩენი უმუშევარია და საზღვარგარეთ გასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ფულით არსებობს.  გასულებიდან 62,5% ქალია.  საქართველო დღეს ქალთა შრომაზე არსებობს, ეს განსაკუთრებით, ქუთაისზე ითქმის!

- თქვენი ქუთაისიდან ხართ და დაინტერესებული  ხართ ქალაქის ცხოვრებით, ქუთაისისათვის მუდმივად აქტუალური იყო ქალაქის ფუნქციის პრობლემა, ათწლეულების გასვლის მიუხედავად,  ქალაქის გამოყვანა ეკონომიკური ჩიხიდან ვერ მოხერხდა, რა არის ამის მიზეზი? 

- ქუთაისის თემა - ჩიხური მდგომარეობა ამ შესანიშნავი ქალაქისა, ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის - მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ქალაქიდან მხოლოდ 1999 წლის ბოლოს წავედი. სამწუხაროა, რომ ქუთაისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც უმნიშვნელო როლს ასრულებს. მიზეზი უამრავია, ობიექტურიც, სუბიექტურიც (უპირატესად!). ეს პრობლემა არ არის ერთი პერიოდის პრობლემა. ერთი ცხადია: ქალაქის ხელმძღვანელებმა წლების განმავლობაში ვერ იპოვეს სწორი მიმართულება. სახელმწიფო დონეზე დაშვებულმა ეცდომებმა პროვატიზაციის ფორმაში, როცა ეფექტური მფლობელის პოვნის ნაცვლად საწარმოთ პროვატიზაცია ძირითადად ე.წ. „წითელ დირექტორებს“ გადაეცათ, - თავისი შედეგი გამოიღო.  წლები გადის და არც ქალაქის აქტიურ ადამიანებს და არც ქალაქის ხელმძღვანელებს არ უჩნდებათ სურვილი შეიქმნას ქალაქის განვითარების სტრატეგია: აღიწეროს და გააზრებული იქნას, რა დარჩა ქალაქში, მატერიალური ქონება, საწარმოო პოტენციალი, იმ ეკონომიკის სექტორების განვითარების პერსპექტივები, სადაც შეიძლება ინიცირებული იქნას ინვესტიციების მოზიდვა. ადამიანური ესურსები და ა.შ. ანუ, გაკეთდეს ის, რაც მთლიანობაში დადებს რეალურ სურათს არსებული მდგომარეობისა, ფინანსური შეფასებებითა და პერსპეტივის გათვლით, ეტაპობრივად განსახორციელებელი. არ გაქვს განვითარების სტრატეგია გააზრებული - ე.ი. ვერც განვითარდები!  ეს ელემენტარულია, ამიტომაა კამპანიური ხასიათის განცხადებები: "მოდი, ვაქციოთ ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად" და ამის მსგავსი ზერელობები! საუნივერსიტეტო ქალაქი იყო, აბა რა?! ორი უნივერსიტეტი იყო ქალაქში და სხვა სასწავლებლები... განვითარების ნაცვლად, ამ მიმართულებითაც ვერაფერი გამჯობესდა.

-რაში ხედავთ გამოსავალს? 

- გამოსავალი ყოველთვის არის! თუ დაინტერესება გაჩნდება, კომპლექსური ჯგუფი ხელშეყობილი და დაინტერესებული ხელისუფლების მხრიდან უნდა დაჯდეს და იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია გაიაზროს, - ქუთაისს ექნება ამ კონცეფციაში განსაკურებულად მნიშვნელოვანი ნაწილი. იზოლირებულად არაფერი ვითარდება... გაჩნდება სურვილი, გაჩნდება ხედვები და მისი რეალიზაცია უკვე მნდომების საქმე იქნება! ასე პასიურად ყოფნა და ვიღაცის იმედად ყოფნა შედეგს ვერასდროს მოიტანს!

- როგორ წარმოგინდენიათ ქუთაისის მომავალი?

 - ქუთაისის მომავალს მე კარგა ხანია ვხედავ ჩემს გონებაში და არა ემოციებისა და ენთუზიაზმის დონეზე... საქმეს არ შეშვენის ემოციები! ცივი გონებით გააზრება და პასუხიმგებლობა, პროფესიონალიზმი და შემართება და... ქალაქის საზოგადოების მონდომება... ქალაქი აქტიური ადამიანებისათვის მიმზიდველი უნდა გახდეს საქმის კეთებისათვის, ცხოვრებისათვის.. ქალაქს სიცოცხლეს არა ხელისუფლებები უმძაფრებენ, არამედ თავად ადამიანები, - ხელისუფლებებმა შეიძლება ხელშემწყობი ფუნქცია ეასრულონ! რაკი ჯერ ასე არ არის, ხელისუფლებები დომინირებენ ქალაქში და... საქმიანი ადამიანები გარბიან. ეს ტრაგედიაა არა მხოლოდ ქალაქისათვის! გაჩნდება მინიმალურად აუცილებელი შემართული და მონდომებული ხალხის - აქტიური ადამიენბი, მცხოვრები ჩვენს ქალაქში და... სიტუაცია გატყდება, წავა უკეთესობისაკენ... ქუთაისელთა მონდომებისა და ხელისუფლებების იძულების გარეშე, - იმოძრან ამ მიმ ართულებით, არაფერი გამოვა! თავისთავად არაფერი ხდება ამქვეყნად! ფუჭად მომლოდინე ადამიენბს ერთ დილას ვერ გაეღვიძებათ და... განვითარებულ ქალაქში ვერ აღმოჩნდებიან!

-  ქუთაისს  ცენტრალურმა მაგისტრალმა გვერდი აუარა, ამოქმედდა რა შემოვლითი გზა, ( ამით განმეორდა თუ არა საუკუნის წინანდელი სიტუაცია, როცა ქალაქს რკინიგზამ აუქცია გვერდი?) ამ საკითხზე არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება, თქვენ  როგორ შეაფასებთ ამ ახალ რეალობას?

- ეს ახალი პრობლემა არ არის ქუთაისითვის! ანანოვმა, საკუთარ ვენახებზე რომ არ გაევლო რკინიგზას, პეტერბურგში საქმეჩააწყოდა... მე-19 საუკუნეში ქუთაისს რკინიგზა ააცილა: არავინ აღმოჩნდა ქალაქში, შეწინააღმდეგებოდა ამ თვითნებობას! ქუთაისი მოიაზრებოდა დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინგზო კვანძად, - იგი საგუბერნიო ცენტრი ისედაც იყო და შედეგად, ქართველებმაიყოჩაღეს“ - ჩაშალეს ეს პროექტი!.. ეს უკვე წარსულია და არ ღირს წუწუნი. ახლა ანალოგიური განწყობებია - მაგისტრალმა ოდნავ აუქცია ქუაისს (აბა, ქალაში უნდა ემოსულიყო ამხელა ნაკადი?!) და... კვლავ პესიმისტური განწყობები! მე არ ვფიქრობ ასე. ქალაქი მოძებნის თავის ადგილს ... გზა მისკენ არ დაიფარება ბალახით! მოინდომებს ქალაქი და დაალაგებს თავის გარემოს. ასე, რომ არაფერია ამ გზასთან დაკავშირებით საგანგაშო!..

 

ავტორი: ირინა მაკარიძე