|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთში გასატან პროდუქციას მწვანილი შეემატება

რუსეთში გასატანი პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც 2013 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად იზრდება, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მცენარეული პროდუქტი - მწვანილი შეემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის "მწვანე კვირეულზე" მიიღეს, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - "საქართველოდანრუსეთის ფედერაციაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს ქვემდებარე პროდუქციის (მწვანილი) ექსპორტის განხორციელებისას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორს" შორის ურთიერთობის პირობები".

შეთანხმების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები მწვანილის ექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების განსახორციელებლად ჩაატარებენ ერთობლივ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.

ექსპორტიორებისათვის დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით  მეწარმეებმა მათი პრობლემები უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრს გააცნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბიზნესმენებს    პროცედურების გამარტივების მიზნით ხელშეწყობა აღუთქვა.


ავტორი: ნიუპრესი