|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რევაზ რობაქიძე: ,,ხაჭაპურის ინდექსი“ +,,მწვანილის ინდექსი“ = „Big Mac”-ის ინდექსს"

რა არის "მწვანილის ინდექსი" და როგორია მისი როლი მხარის ეკონომიკაში, რა გამოწვევები ახლავს თან ლარის კურსის ცვალებადობას, ამ სა სხვა საკითხებზე "Newpress.ge"-ს საბანკო საქმის სპეციალისტი რეზო რობაქიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ? 

-როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტა უფასურდება და არის სამომხმარებლო ფასების ზრდის საშიშროება, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკაში ერთვება მონეტარული ინსტუმენტებით, როგორიცაა; რეფინანსირების განაკვეთი, სადეპოზიტო სერთიფიკატები, სავალუტო ინტერვენციები, კომერციული ბანკებისათვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაწესება და სხვა. შევეცდები ეს მარტივად ავხსნა, დავუშვათ რეფინანსირების განაკვეთი, დღეს 4 %–ია და თუ ხვალ ის 0,5 %–ით მოიმატებსასეთ პირობებში იზრდება სესხით გამოწვეული საგადამხდელო ტვირთი ბიზნესისათვის. ეს ტვირთი აწვება მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ვალდებულებები დოლარებში აქვთ აღებული. ამდენად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაში მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაგამკაცრების შესახებ ადექვატურია ( თუ დაგვიანებული არაა!). 

-ასეთ შემთხვევაში, როგორ აისახება მონეტარეული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, საუბარია 5%–იანი ზრდის ტემპის გადახედვაზე?

 - ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2014 წელს წინასწარი მონაცემებით 5%–ის ნაცვლად 4,5%–ის ფარგლებშია მოსალოდენელი. ასეთ პირობებში 2015 წლის პროგნოზის დაზუსტება და გადახედვა რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იქნას შესწავლილი, რადგან მასზე შემდეგი ფაქტორები მოახდენენ ზეგავლენას, კერძოდ: საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულში შემავალი ქვეყნების (უკრაიანა, რუსეთი, თურქეთი) ეკონომიკები კრიზისულ სიტუაციაში არიან, რაც მკვეთრად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.  არსებული საექსპორტო, სავალუტო და საკრედიტო რისკები მიმდინარე წლის მანძილზე პირდაპირ აისახება ბიზნესზე. რეფინანსირების განაკვეთების ზრდას თან ახლავს საკრედიტო განაკვეთების ზრდა, ეს კი ქვეყნის მაკროეკონომიკური, ფინანსური მაჩვენებლების გადაგეგმვას მოითხოვს. ყოველივე ქვეყნის ეკონომიკაზე ადექვატურ გავლენას მოახდენს და 5%-იანი ზრდის მაჩვენებილის გადახედვა.  რეალურია და უკვე გახმიანდა კიდეც მთავრობის მხრიდან მოლოდინი 4-4,5% იქნება

-იმერეთში ეკონომიკის რომელი სფერო იგრძნობს მეტად ჩამოთვლილ გამოწვევებს?

-თითქმის ყველა, მაგრამ ერთ კონკრეტულ საკვების მწარმოებელ სფეროს შევეხები, სადაც მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობაა დასაქმებული. ყველასათვის ცნობილია, რომ

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა