|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მკვლელობამდე ორი საათით ადრე რადიო "ეხო მასკვის" ეთერში ჟურნალისტ ვიტალი დიმარსკის ჰყავდა მიწვეული. დიმარსკის ცნობით, ნემცოვმა მასთან სტუმრობისას 1 მარტს დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხულის" შესახებ ისაუბრა.
"ბორისი როგორც ყოველთვის მკაცრი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ეს საუბარი უფრო მეტად აგრესიული იყო, ვიდრე ადრე. ეთერში მან ისაუბრა მარტში დაგეგმილ აქციაზე და იმაზე თუ რატომ დათანხმდნენ ოპოზიციონერები დემონსტრაციის მარინოს რაიონში გამართვას. მან ასევე სიცილით აღნიშნა, რომ ჩვენთან მოსვლამდე ცოტა ხნის ადრე შეატყობინეს, რომ კვირას "ენტევეს" ეთერში კიდევ ერთი "პროტესტის ანატომია" უნდა გასულიყო, რომელშიც ის იქნებოდა მთავარი გმირი", - ამბობს დიმარსკი. 
"ეხო მასკვის" ჟურნალისტის თქმით, ბორის ნემცოვი ჩვეულებრივ ხასიათზე იყო. 
არსებული ინფორმაციით, ბორის ნემცოვი სეირნობისას მოკლეს. მას თან ახალგაზრდა უკრაინელი ქალი ახლდა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა. 

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გუშინ კრემლის წინ 6-ჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. ბორის ნემცოვის გარდაცვალება გამოიწვია იმან, რომ მას 4 ტყვია გულში მოხვდა.
 ბორის ნემცოვის მკვლელობას მსოფლიოში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.


ავტორი: ნიუპრესი