|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის ექნება ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება?

 შეუსრულებელი დაპირებები, თუ დროში გაწერილი პროექტი? ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება ჯერ კიდევ არ აქვს. რა პრობლემები აწუხებს მსახლეობას და რა შენიშვნები აქვთ მათ? ამ თემით ,,ნიუპრესი“ დაინტერესდა.


ვიდრე შესრულებული სამუშაოების შესახებ კითხვებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მივმართავდით, სხვადასხვა უბანში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. გავიგეთ, რას ფიქრობს და რა შეხედულებები აქვს მოსახლეობას ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.  კითხვაზე, გაქვთ თუ არა 24 საათიანი წყალმომარაგება, შემდეგი პასუხები მივიღეთ: ,,წლების განმავლობაში  გვპირდებიან, რომ გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. სანამ  პრობლემა მოგვარდება, მანამდე ნორმალური გრაფიკი მაინც გვქონდეს, თუმცა არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ზოგჯერ არის დღეები, როდესაც საერთოდ არ მოდის წყალი“ ,- განაცხადა ნათელა სირაძემ.

ჯერ კიდევ გრაფიკით მიწოდებულ წყალზე საუბრობს ადგილობრივი თეიმურაზ გოგოლაშვილიც. ,,არჩევნების წინ გვპირდებიან, რომ მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. პარლამენტი გადმოიტანეს, თუმცა მარტო იმ უბანს აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება. მაინც და მაინც პარლამენტთან უნდ გადავსახლდეთ, რომ ჩვენს  24 საათიანი გრაფიკით მოგვეწოდებოდეს წყალი?! ნახევარი დღე მაინც მოდიოდეს ნორმალურად, კარგი იქნება“, - განაცხადა თეიმურაზ გოგოლაშვილმა.

 მოსახლეობის შენიშვნებზე კომენტარისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრს მივმართეთ, როგორც ცენტრის დირექტორმა მერაბ ბობოხიძემ აღნიშნა, დღეისთვის 24 საათიანი წყალმომარაგება ქუთაისის მოსახლეობის 30%-ს აქვს, ხოლო დანარჩენს წყალი გრაფიკით მიეწოდება.  ,, დღიესათვის 24 საათიანი წყალმომარაგებით  უზრუნველყოფილია ქუთაისის მოსახლეობის 30%. უწყვეტი წყალმომარაგება აქვს ავტოქარხნის მართვის ტერიტორიული ერთეულის, წმ. ლუკას ქუჩას, ირ. აბაშიძის ქ 13-დან 31-ის ჩათვლით აბონენტებს. ასევე, აღმაშენებლისა და ილ. ჭავჭავაძის  პრ. და ზ. გამსახურდიას ქუჩას. ჩამოთვლილ ქუჩებთან ერთად მიმდებარე შესახვევებისა და ჩიხების კერძო დასახლების აბონენტებს. უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ აგრეთვე, ავანგარდისა და ნიკეას მართვის ტერიტორიული ორგანოების ბოლო მონაკვეთის კერძო სექტორის მობინადრეებს. შესაბამისად, სასმელი წყალი  გრაფიკით მიეწოდება  ქალაქის დანარჩენ ქუჩებს“ - განაცხადა ბობოხიძემ.  მისივე თქმით,  რეაბილიტაცია ქუთაისის 27 ქუჩას ჩაუტარდა და რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები ამ დროსაც მიმდინარეობს. ამავდროულად, ქალაქის რამდენიმე უბანში განთავსდება დიდი მოცულობის რეზერვუარები.

 ,, უბნებს, რომელთაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, ტექნიკური პირობებიდან გამომდინარე, წყალმომარაგების ხანგრძლივობა განსხვავებული აქვს.  კერძოდ: ქალაქ მუზეუმის, უქიმერიონის, ძელქვიანის და გამარჯვების მართვის ტერიტორიული ერთეულების აბონენტებს - 8-10 საათიანი გრაფიკით. ნიკეა, სულხან-საბა, ვაკისუბანი, გორა, საფიჩხია და კახიანოურის კი 5-6 საათიანი გრაფიკით. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარადა 27 ქუჩას (შესახვევებით და ჩიხებით), ხოლო მშენებლობის პროცეშია 4 ქუჩა  (შესახვევებით და ჩიხებით). პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 16 000 კუბ.მ მოცულობის რეზერვუარები. ხოლო, დამთავრების სტადიაშია  2000 კუბ.მ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა ტელეანძაზე“ ,- აცხადებს მერაბ ბობოხიძე.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების  პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ 26 მილიონი ლარით ფინანსდება და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანული კომპანია ,,კობრა“ ახორციელებს.  ოფიციალური მონაცემებით,  პირველი ეტაპი 2016 წლისთვის დასრულდება და ქალაქის მოსახლეობის 72 %  24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. მთელს ქალაქს  24 საათიანი წყალმომარაგება 2018 წელს პროექტის სრულად დასრულების შემდეგ ექნება.

 როგორ და რა თანხებში სრულდება თითოეულ უბანზე სამუშაოები, რამდენია გამოყოფილი და რა რაოდენობის თანხაა ათვისებული მერაბ ბობოხიძემ ,,კობრასთნ“ გადაგვამისამართა, თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობისა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.  

 

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა