|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ოცნება" ქუთაისის წყალმომარაგებაში დიდ პროექტებსა და დიდ გამოძიებას აანონსებს

ხელი­სუფ­ლების და­პი­რების მიუხედა­ვად, ქუ­თა­­სი­სათ­ვის 24-სა­­თი­­ნი წყალ­მო­მა­რა­გება კვლავ პრობლე­მურ სა­კითხად  რჩება. ამას არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების მი­ერ ჩა­ტა­რებული გა­მო­კითხვის შე­დე­გებიც ადას­ტუ­რებს. აღ­ნიშ­ნულ გა­მო­კითხვებში ქუ­თა­­სე­ლები ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხად წყალ­მო­მა­რა­გების სფე­როს ასახელებენ.

წი­ნა ხელი­სუფ­ლების მი­ერ გა­ცე­მუ­ლი და შე­უს­რუ­ლებელი და­პი­რების ფონ­ზე, არ­ჩევ­ნების გზით ხელი­სუფ­ლებაში უმ­რავ­ლე­სობით მო­სუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნება" ქუ­თა­­სელ­თა ერთ-ერ­თი ოც­ნების - 24-სა­­თი­­ნი წყალ­მო­მა­რა­გების ახდე­ნის  პი­რობას იძ­ლე­ვა.

წყლის სის­ტე­მის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები ქუ­თა­ის­ში 2009 წელს და­იწყო და უკ­ვე  მე­ოთხე წე­ლია, მიმ­დი­ნა­რეობს.  პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ახალი წყლის მი­ლების და­მონ­ტაჟებასა და წყლის სა­თა­ვე ნა­გებობების აღ­დგე­ნას ით­ვა­ლი­წი­ნებს, სამ ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დება.

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების ფონ­დის და­ფი­ნან­სებით  პირ­ველ ეტაპ­ზე 30 მი­ლი­­ნი ლა­რი გა­მოიყო, რომ­ლის ფარ­გლებში  წყლის სის­ტე­მები ქუ­თა­­სის 50 ქუ­ჩა­ზე შე­იც­ვა­ლა. ხოლო შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოს შე­დე­გად,  2011 წლი­დან  ქა­ლაქს 24-სა­­თი­­ნი წყალ­მო­მა­რა­გება უნ­და ჰქო­ნო­და, რაც და­პი­რებად დარ­ჩა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემბერს, ქა­ლა­ქის მე­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი ირაკ­ლი ჯიქია და გა­ერ­თი­­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი კვა­ში­ლა­ვა ქუ­თა­ის­ში, სა­ფიჩხია­ზე მცხოვ­რებ მო­სახლეობას შეხვდნენ. ჯიქი­ამ და კვა­ში­ლა­ვამ მო­სახლეობას წყლის სი­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ის  ახალი პრო­ექ­ტის ფარ­გლებში გან­სახორ­ცი­­ლებელი სა­მუ­შა­ოები და საბოლოო შე­დე­გები  გა­აც­ნეს. პრო­ექ­ტის მე­­რე ეტა­პი, რო­მე­ლიც აზი­ის გან­ვი­თა­რების პროგ­რა­მის მი­ერ  40 მლნ ლა­რით ფი­ნან­სდება, მთელ ქა­ლაქს მო­­ცავს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებში კი წყალ­მო­მა­რა­გების მა­გის­ტრა­ლუ­რი ხაზების, ში­და ქსე­ლი­სა და რე­ზერ­ვუ­­რების შე­კე­თება იგეგ­მება. რო­გორც ცნობილი­ა,  სა­მუ­შა­ოები 2014 წელს დას­რულ­დება. აქ­ვე ირ­კვე­ვა, რომ ქუ­თა­­სე­ლებისათ­ვის მი­ცე­მუ­ლი უწყვე­ტი წყალ­მო­მა­რა­გების პი­რობა 2015 წლი­დან შე­ვა ძა­ლა­ში. რად­გან ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ახალი და­პი­რების მიხედ­ვით, ქუ­თა­­სის ყვე­ლა უბანს 24-სა­­თი­­ნი წყალ­მო­მა­რა­გება მხოლოდ 2015 წლი­დან ექ­ნება.

წყლის სის­ტე­მის გარ­და, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა ქა­ლაქ­ში სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტსაც ახორ­ცი­­ლებს. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე წლის ბოლომ­დე ქა­ლა­ქის ქუ­ჩების ნახევარს შეეხება და მას­ზე ორ მი­ლი­ონ ნახევარ ლა­რამ­დე დაიხარჯება. ქა­ლა­ქის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­მუ­შა­ოების დარ­ჩე­ნი­ლი  ნა­წი­ლი მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­ნახლდება.

წყლი­სა და სა­ნი­აღ­ვრე-სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის კუთხით ქუ­თა­ის­ში მი­ღებული მემ­კვიდ­რეობით უკ­მაყოფი­ლოა ქა­ლა­ქის ახალარ­ჩე­­ლი მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გუბაზ სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც ახალი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" ქვო­ტით მოხვდა. სა­ნი­კი­ძის თქმით, ქა­ლაქს სჭირს საყოველ­თაო ქუ­თა­­სუ­რი პრობლე­მა, რო­მელ­საც წყალ­მო­მა­რა­გება
ჰქვი­ა.

„არ და­ად­გა საშ­ვე­ლი, რომ წყალი ჰქონ­დეს ქუ­თა­ისს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნება" მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზაფხული­დან აპი­რებს და­იწყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის განხორ­ცი­­ლება, რო­მე­ლიც ქუ­თა­­სის 24-სა­­თი­ან წყალ­მო­მა­რა­გებას უზ­რუნ­ველყოფს. მე­­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობლე­მა სა­ნი­აღ­ვრე და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მების სრუ­ლი გა­ნახლებაა. „ნაც­მოძ­რაობის" და­პი­რებით, სა­­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტობის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს ჩვენ სოხუმ­ში უნ­და ვყოფი­ლიყავით, ხოლო 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რიბე დაძ­ლე­­ლი უნ­და ყოფი­ლიყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი ადა­მი­­ნი გამ­დიდ­რდა ამ 4 წე­ლი­წად­ში? რაც შეეხება წყალ­მო­მა­რა­გებას ქუ­თა­ის­ში, აქ დი­დი ფუ­ლია შეჭ­მუ­ლი და მე ყვე­ლას ვაძ­ლევ პი­რობას, ჩე­მი მაჟორი­ტა­რობის დროს და­ვაყენებ ამ სა­კითხს. აქ უნ­და და­იწყოს დი­დი გა­მო­ძიება. მე პი­რა­დად  აღ­ვძრავ საქ­მეს და და­ვე­ლო­დები სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვეწ­ტი­ლებას. 9 წე­ლი ჰქონ­დათ მათ იმი­სათ­ვის, რომ ხალხს ჯოჯოხეთ­ში არ ეცხოვ­რა", - ამბობს გუბაზ სა­ნი­კი­ძე.

ამ დრო­ის­თვის შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოების შე­დე­გად, ქუ­თა­ის­ში უწყვე­ტი წყალ­მო­მა­რა­გება მხოლოდ ერთ და­

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე