"ქუთაისი 2010" "სოხუმთან" დამარცხდა
საკალთბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" "სოხუმთან" დამარცხდა. ეს პლეი აუტის მესამე შეხვედრა იყო. თამაში დაძაბული გამოდგა. მასპინძელმა გუნდმა "ქუთაისი 2010" ანგარიშით 94:84 დაამარცხა. ქუთაისური კლუბიდან ყველაზე
შედეგიანები ზაურ ფაშაევი და მირზა სარაილია იყვნენ, მათ ანგარიშზე 29 და 26 ქულაა.
"ქუთაისი 2010" მორიგ შეხვედრას 21 მაისს ქუთაისში გამართავს. ისინი "მგზავრები-არმიას" შეხვდებიან. გუნდები მე-5 - მე-6 ადგილებს გაითამაშებენ.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




15:46
10:15
11:28
















