|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატარა მსოფლიო ჩემპიონები ქუთაისიდან


შიტოკაინ კარატეს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატება მოიპოვეს. პატარა სპორტსმენები მიღწეულ დიდ წარმატებაზე "ნიუპრესს" ესაუბრნენ.

მსოფლიო  ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 52 ქვეყნის 2 000-მდე სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონატი მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით გაიმართა. ორგანიზება  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, მსოფლიოს კარატეს ფედერაცია, მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირმა და საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ გაუწია. ღონისძიება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით ჩატარდა.   ორიათას სპორტსმენს შორის ქუთაისელებიც იყვნენ. ანზორ დონაძე, გიორგი ჩარკვიანი და თამაზ გოჩელაშვილი ოქრო მედლების მფლობელებიც გახდნენ.

16 წლის თამაზ გოჩელაშვილი სპორტის ამ სახეობით 6 წლიდან დაინტერესდა და მას შემდეგ დღემდე წარმატებით ასპარეზობს.

 „მსოფლიო ჩემპიონატამდე ვემზადებოდით, ვვარჯიშობდით. იყო ნერვიულობის მომენტიც. ვფიქრობდი, შეიძლებოდა ვერ გამემარჯვა. ეს მარტო ჩემი  წარმატება არაა. ეს ქალაქის, ქვეყნის და  ოჯახის წარმატებაა, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს მიუძღვის“,- განაცხადა  თამაზ გოჩელაშვილმა.

სპორტის ამ სახეობით ადრეულ ასაკში დაინტერესდა გიორგი ჩარკვიანიც.  ის 6 წლისაა კარატეში 4 წლიდან ვარჯიშობს. პატარა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა. 

„კარატისტები პირველად 4 წლისამ  ტელევიზორში ვნახე.  მომეწონა. ვუთხარი დედას და მას შმდეგ დავდივარ. ჩვენ მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატებშ ვღებულობთ. თვიდან მიჭირდა ვარჯიში, მაგრამ  ახლა აღარ,“ -აღნიშნა გიორგი ჩარკვიანმა.

გიორგი და თამაზი ერთი კლუბის წევრები არიან. მათი მწრთვნელი გოჩა კეზევაძეა. იგი ქუთაისის შოტოკან კარატე-დო ფედერაციის პრეზიდენტია. 

ჩვენ  გვყავს როგორც ევროპის პრიზიორები, ისე მსოფლიო ჩემპიონები. ყოველთვის ვართ ფორმაში.  ხდება თაობაა ცვლა. გვქონდა შეკრება და მომზადება. ამან ფაქტია შედეგი გამოიღო. ერთი ფედერაციიდან 2 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. ჩვან მაქსიმალური ასაკი 16-17 წელი და სწორედ ამ საკის სპორტსმენი გახდა ჩემპიონი“, - აღნიშნა, ქუთაისის შოტოკან კარატე -დო ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა კეზევაძემ. მსოფლიო ჩემპიონია 10 წლის აზორ დონაძე.  მას მამა, ამავდროულად ქუთაისის ვადორიუ კარატე-დო კლუბ „ჩემპიონის“ მწვრთნელი ალექსანდრე დონაძე  ავარჯიშებს. ანზორ დონაძემ ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მომწინააღმდეგე დაამარცხა. 

 აზერბაიჯანელი მოწნააღმდეგე დავამარცხე ფინლში. ცოტა გამიჭირდა, რადგან ძლიერი სპორტსმენი იყო.  თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდი და მიხარია, რომ   ჩემპიონი გავხდი“, - ამბობს ანზორ დონაძე.

ანზორის წარმატება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მამამისისთვის აღმოჩნდა. „ანზორისთვის მზადების პროცესი შედარებით ადვილი იყო, რადგან მე, მამა ვარ და მეტ კონტროლს ვუწევდი.  ჩვენს კლუბსაც ჰყავს მსოფლიო ჩემპიონები და სხვათშორის გოგონებიც.  ისინი ამ ეტაპზე აღარ ასპარეზობენ, რადგან მათ ოჯახები  შექმნეს. ვფიქრობ,  წინ კიდევ გველის გამარჯვებები“, - აცხადებს ალექსანდრე დონაძე.

პატარა ჩემპიონებს სურთ  კარატე ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდეს და მათ მსოფლიოსთან ერთად, ოლიმპიური ჩემპიონობაც მოიპოვონ. 


ავტორი: ანა ჯიქია