|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენც გვაქვს ბედნიერების უფლება“

   18 წლის ქისო, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, გატაცებულია სპორტის თითქმის ყველა სახეობით. ამბობს, რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ქისო ლესბოსელია და საქართველოდან წასვლაზე ოცნებობს. „ნიუპრესი“ მას სწორედ ამ პრობლემებზე ესაუბრა. 

- როდის აღმოაჩინეთ თქვენი განსხვავებული ორიენტაცია?

- დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი, როცა დავრწმუნდი.თუმცა, ბავშვობაშიც მქონდა ეჭვები.

- როგორია ცხოვრება საქართველოში თქვენთვის?

-ძალიან რთულია, მე საქართველოს ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან ვარ, სადაც ყველა ყველას იცნობს.

 ამიტომ თითქმის ყველამ გაიგო ჩემი ორიენტაცია (ჩემი ვითომ „მეგობრების“ წყალობით). ძნელია, ქუჩებში იარო და იცოდე, რომ შენზე ჭორაობენ.

- რა ტიპის პრობლემებს აწყდებით?

- ერთხელ გადავწყვიტე ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა, მაგრამ დირექტორმა არ მიმიღო. მიუხედავად იმისა, რომ იმ დირექტორთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ორიენტაციის გამო თქვა უარი. ფიქრობდა, რომ სხვა გოგოებსაც „გავაფუჭებდი“.

-ვინ გეხმარებათ პრობლემების დაძლევაში? (ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორი, უფლებადამცველი ორგანიზაცია და ა.შ.)

- საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც ჩემს თავზე მეტად ვენდობი.

- თუ გამხდარხართ ძალადობის მსხვრეპლი?

- ფიზიკური ძალადობის არა და სიტყვიერი ძალადობის ძალიან ხშირად, ქუჩაში.

 - თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება?


 - ეჭვი მეპარება,  რომ შეიცვალოს. მაგრამ როცა ყველა ისწავლის სიყვარულს, გაიგებენ, რომ ჩვენც შეგვიძლია სიყვარული, ჩვენც გვაქვს გული. ჩვენც გვვტკივა, ჩვენც გვიხარია, ჩვენც გვაქვს ბედნიერების უფლება. მერე უკვე ყველაფერი გამოსწორდება.

 

- რას ეტყოდით ხალხს, საზოგადოებას ?

 

- ხალხს ვეტყოდი, რომ მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ. ნუ ცდილობენ ჩვენს შეცვლას. ჰომოსექსუალობა არ არის დავადება, ეს არის არჩევანი, აზრის თავისუფლება.

 

- გიფიქრიათ თუ არა საქართველოდან წასვლაზე?


- იმის მერე, რაც მთელი ქალაქი ჩემზე ალაპარაკდა, ოცნებად მაქვს საქართველოდან წასვლა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ საზოგადოება არ გვიწყობს ხელს. ამიტომ აუცილებლად წავალ, როგორც კი ამის ფინანსური საშუალება მექნება.


- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?


- ყველაზე დიდი ოცნებაა, თბილისის ქუჩებში თავისუფლად ვიარო ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ხალხის ზიზღი არ დავინახო!..

 

 პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი“ საქართველოში


ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა