|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს შოტლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს "დინამო არენაზე" შოტლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. 
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დღევანდელი შეხვედრისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: 
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია)
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა", გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კარშიაკა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( "ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო თბილისი", საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), სანდრო კობახიძე ( "ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), მათე ცინცაძე ("დინამო თბილისი", საქართველო)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( "ემპოლი", იტალია), ბაჩანა ცხადაძე ( "ფლამურტარი", ალბანეთი), მათე ვაწაძე ( "ორჰუსი", დანია)
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ჯგუფში 5 თამაშში მოპოვებული 3 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილს იკავებს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა