|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კერძო მესაკუთრეები შეზღუდვებზე ალაპარაკდნენ

ქუ­თა­ის­ში, ახლად­რეაბილი­ტი­რებული ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ედ­ნის ირ­გვლივ მყოფი კერ­ძო მე­სა­კუთ­რეები, ხელი­სუფ­ლების მხრი­დან და­წე­სებულ შეზ­ღუდ­ვებზე ღი­ად ალა­პა­რაკ­დნენ.

უმოძ­რა­ოდ ქცე­­ლი სტრა­ტე­გი­­ლი ტე­რი­ტო­რი­ა, სა­ზო­გა­დოების ნაკ­ლები აქ­ტი­ვობა და  შე­სუს­ტებული ბიზ­ნეს წარ­მოება - ეს იმ პრობლე­მა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რო­მე­ლიც ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, სხვა­დასხვა ობიექ­ტების მე­პატ­რო­ნეებს აწუხებთ. მა­თი მტკი­ცებით, მო­ედ­ნის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რია რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შემ­დეგ, გა­აქ­ტი­­რების ნაც­ვლად, და­ცა­რი­ელ­და. აღ­ნიშ­ნულ პრობლე­მას, კერ­ძო მე­სა­კუთ­რეები მო­­დან­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნების პარ­კინ­გის აკ­რძალ­ვას უკავ­ში­რებენ.

„ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე არ­სებულ მა­ღა­ზიებში არა­ვინ აღარ შე­მო­დის, რად­გან კლი­ენტს ურ­ჩევ­ნი­ა, ისეთ სა­ვაჭ­რო ობიექ­ტში შე­ვი­დეს, სა­დაც ახლო­მახლო ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რებას შეძ­ლებს. ტუ­რის­ტების მო­ზიდ­ვა რომ გვინ­და და ქა­ლა­ქის შუ­­გულ­ში ავ­ტო­მობილების და ტაქ­სების სად­გო­მი არ არ­სებობს, მგო­ნი სა­სა­ცი­ლო­ა. რად უნ­დათ ეს ფა­სა­დები, თუ აქ ხალხმა არ იმოძ­რა­ვა, რომ ჩა­­დუ­მეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი და უფუნ­ქციო გახადეს. ეს ტე­რი­ტო­რია  არა­სო­დეს ყოფი­ლა ასე­თი ცა­რი­­ლი, რო­გორც ახლა, ამ ე.წ. აღ­მშე­ნებლობის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ,,ნა­ცები" გა­­ძახიან," - ამბობს ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე არ­სებული შ.პ.ს ,,ა­­სის" მფლობელი ლია სვა­ნი­ძე.

ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ას, არა­აქ­ტი­ურ და მე­წარ­მეების­თვის წამ­გებიან ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ სხვა ობიექ­ტების მე­სა­კუთ­რებიც. მა­თი თქმით, მო­­და­ნი მას შემ­დეგ და­ცა­რი­ელ­და, რაც ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის რეაბილი­ტა­ცია და­იწყო. „რაც ეს ფან­ტა­ნი გა­­კე­თეს, ამის შემ­დეგ, ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის გა­მო­ცოცხლების ნაც­ვლად, მო­­და­ნი და­ცა­რი­ელ­და. უკე­თე­სი იქ­ნება, რომ გა­დახედონ მო­ედ­ნის მოწყობის პრო­ექტს და მას­ში კო­რექ­ტი­ვები შე­­ტა­ნონ. ასე არც ჩვენ დავ­ზა­რალ­დებით და არც  კლი­ენ­ტების ნაკ­ლებობა შეგ­ვა­წუხებს. შე­საბამი­სად, ეს ად­გი­ლიც უფ­რო აქ­ტი­­რი გახდება," - ამბობს ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე არ­სებული რეს­ტო­რან ,,ქა­ლა­ქუ­რის" თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ჭე­იშ­ვი­ლი.

მე­წარ­მეების მსგავ­სად უკ­მაყოფი­ლებას არც ტაქ­სის მძღო­ლები ფა­რა­ვენ. რად­გან მძღო­ლების გან­მარ­ტებით, ავ­ტო­სად­გო­მის გა­უქ­მების შემ­დეგ, მა­თი სა­მუ­შაო პი­რობები გარ­თულ­დათ.

შე­გახსე­ნებთ, რომ ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე ავ­ტო­მობილების პარ­კი­რება  გა­სულ წელს, რეაბილი­ტა­ცი­ის დროს აიკ­რძა­ლა. თუმ­ცა ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას ავ­ტო­სად­გო­მები, არც სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოების დას­რუ­ლების შემ­დეგ აღუდ­გე­ნი­ა.  მიუხედა­ვად იმი­სა, რომ პარ­კინ­გის გა­ნახლების მოთხოვ­ნით,  აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე გან­თავ­სებული ობიექ­ტების მე­პატ­რო­ნეებმა მე­რი­ას არა­ერთხელ მი­მარ­თეს.

სა­ვაჭ­რო ობიექ­ტების მე­პატ­რო­ნეების მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი ერთ-ერთ ასე­თი განცხადების პა­სუხში ვკითხულობთ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ედ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დამ­ტკი­ცებული პრო­ექ­ტი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­თი­თებულ ტე­რი­ტო­რი­­ზე ავ­ტო­სად­გო­მის არ­სებობას. განცხადებას ხელს მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახურის უფ­რო­სი, ვა­სილ მებურიშ­ვი­ლი აწერს.

„თვით­მარ­თვე­ლობის მი­სა­მარ­თით და­წე­რილ­მა კო­ლექ­ტი­ურ­მა წე­რილ­მა შე­დე­გი არ მოგ­ვი­ტა­ნა. ალბათ ვერ ამ­ჩნე­ვენ, რომ აქ არ­სებული გა­სა­ქი­რა­ვებელი ფარ­თების უმ­რავ­ლე­სობას ჯერ კი­დევ აწე­რია „ქი­რავ­დება". და დიდ ხანს კი­დევ ასე ეწე­რება. არა­ვინ გა­დაიხდის ფულს ისეთ ტე­რი­ტო­რი­­ზე გან­თავ­სებულ ფარ­თში, სა­დაც ხალხი არ მოძ­რაობს. არ ვი­ცი, რას უნახავენ ამ ად­გილს, ან რა­ტომ არ შე­იძ­ლება აქ პარ­კინ­გი მო­ეწყოს," - ამბობს ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე არ­სებული „ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის" თა­ნამ­შრო­მე­ლი რა­მაზ გა­რუ­ჩა­ვა.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურ­ში აცხადებენ, მათ არა­ფე­რი აქვთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე ავ­ტო­სად­გო­მის მოწყობას­თან და­კავ­ში­რებით. თუმ­ცა, გან­მარ­ტა­ვენ, რომ მი­სი ამ დრომ­დე  მოწყობა რე­­ლუ­რი მი­ზე­ზების გა­მო გა­და­­დო, რაც სა­ვა­რა­­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის ბოლოს გა­მოს­წორ­დება. „მო­ედ­ნის  სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები ბოლომ­დე ჩაბარებული არ არის. რად­გან  ფან­ტა­ნის  ირ­გვლივ მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რია ჯერ კი­დევ რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში­ა. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი ჰქონ­და, რად­გან ამ

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა