|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელისათვის დანაღმული ტერიტორია მზადდება

ქუთა­ის­ში, ნი­კე­ას და­სახლებაში არ­სებული ნა­გავ­საყრე­ლის გა­უქ­მების შემ­დეგ, ახალი პო­ლი­გო­ნის მოწყობა ქა­ლა­ქის ძვე­ლი შე­მოვ­ლი­თი გზის ტე­რი­ტო­რი­­ზე იგეგ­მება. თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი და­ნაღ­მუ­ლი­ა. გარ­და ამი­სა, ნა­გავ­საყრე­ლის იქ გა­და­ტა­ნას, მიმ­დებარე სოფ­ლების მო­სახლეობა ეწი­ნა­აღ­მდე­გება.

თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭოგ­ნა­რის მკვიდ­რის, მურ­მან ბასი­ლა­ძის თქმით, მო­სახლეობისათ­ვის ნა­გავ­საყრე­ლის მათ მახლობლად გან­თავ­სების  შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია ცნობილი­ა.

მო­სახლეობა  ახალი ნა­გავ­საყრე­ლის  შე­საძ­ლო ტე­რი­ტო­რი­ად ორ ად­გილს ასახელებს. ერ­თი-ქუ­თა­­სის ძვე­ლი შე­მოვ­ლი­თი გზის მახლობლად მდებარე ყოფი­ლი სამხედ­რო და­სახლება,  ხოლო მე­­რე იქ­ვე მდებარე ე.წ. „და­ჩებია".

ბასი­ლა­ძე ამბობს, რომ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომბერ­ში „და­ჩების"  ტე­რი­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლად გე­­ლო­გები იყვნენ მი­სულ­ნი, თუმ­ცა რო­დე­საც მო­სახლეობამ მა­თი ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი გა­­გო, ისი­ნი სოფ­ლი­დან გა­­ძე­ვა.

„სო­ფელ ნა­გა­რევს ეკუთ­ვნის ტე­რი­ტო­რი­ა. აქ საბჭო­თა პე­რი­ოდ­ში და­სას­ვე­ნე­ბელი სახლები იყო, ამი­ტომ „და­ჩებს" ეძახიან. გე­­ლო­გებმა გვითხრეს, რომ ად­გილ­ზე მი­წას ამოწ­მებდნენ, რად­გან აქ ნა­გავ­საყრე­ლის გან­თავ­სება იგეგ­მებოდა. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­მო­ვი­და ამის წი­ნა­აღ­მდეგ, ვის უნ­და აქ ნა­გავ­საყრე­ლი. ბარემ ატო­მუ­რი ბომბი ჩა­მო­აგ­დონ პირ­და­პირ და უფ­რო უკე­თე­სად ვიქ­ნებით," - ამბობს მურ­მან ბასი­ლა­ძე.

სო­ფელ ჭოგ­ნარ­ში მცხოვ­რებლების­განცხადებით, თუ ნი­კე­­ზე არ­სებული ნა­გავ­საყრე­ლი და­სახლების გარ­და, ქა­ლა­ქის მახლობლად მდებარე სოფ­ლებს წამ­ლავს, ნა­გავ­საყრე­ლის მდებარეობის ცვლი­ლების შემ­დეგ სა­ერ­თო­ სი­ტუ­­ცია არ შე­იც­ვლება.

ჭოგ­ნარ­ში მცხოვ­რები ანა­ტო­ლი სვინ­ტრა­ძის თქმით, ნა­გავ­საყრე­ლის მათ მახლობლად გან­თავ­სებას ისიც შე­უშ­ლის ხელს, რომ წე­ლი­წა­დის 365 დღი­დან 300 დღე ­ტე­რი­ტო­რი­­ზე ქა­რი ქრის. ამი­ტომ, ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნა­გა­ვი ქა­რის მეშ­ვეობით  ისევ უკან დაბრუნ­დება. გარ­და ამი­სა, სვინ­ტრა­ძე სხვა საფრთხეზეც საუბრობს.

„აქ უამ­რა­ვი წყარო­ა. ნა­გა­ვი რომ მი­წა­ში ჩა­ვა, წყალს შე­­რე­ვა და წყაროები და­­წამ­ლება. წყლის გარ­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი-გო­დო­გა­ნი, კვახჭი­რი, ნა­გა­რე­ვი  და­­წამ­ლება. ნა­გავ­საყრე­ლი რომ გვინ­დო­დეს, ნა­გავს სახლში დავყრი­დით, გა­რეთ კი არ გა­ვი­ტან­დით. ვი­ცით, რომ გერ­მა­ნუ­ლი მხარე აკე­თებს ახალ ნა­გავ­საყრელს. მა­შინ, გვაჩ­ვე­ნონ გერ­მა­ნი­ის მოქ­მე­დი ნა­გავ­საყრე­ლი, სა­დაც ნა­გავს და­სახლებულ პუნ­ქთან ახლოს  ყრი­ან. ეგ აზ­რი  თუ ახალ მთავ­რობას მო­­ვი­და, მა­შინ ცუ­დად  მოს­ვლია და არც მა­სე­თი მთავ­რობა გვინ­და," - ამბობს ანა­ტო­ლი სვინ­ტრა­ძე.

მო­სახლეობის განცხადებით, მე­­რე ტე­რი­ტო­რი­ა, სა­დაც ნა­გავ­საყრე­ლის შე­საძ­ლოა მოწყობას­თან და­კავ­ში­რებით ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობენ, ყოფი­ლი სამხედ­რო და­სახლებაა. თუმ­ცა ჭოგ­ნარ­ში მცხოვ­რები ელ­გუჯა ლან­ჩა­ვას თქმით, ტე­რი­ტო­რია და­ნაღ­მუ­ლია და იქ ერ­თი ადა­მი­­ნი უკ­ვე და­­ღუ­პა.

„ის ტე­რი­ტო­რია გა­ნაღ­მეს, მაგ­რამ კი­დევ რა არის დარ­ჩე­ნი­ლი,­კაც­მა არ იცის. აქ ნა­გავ­საყრე­ლი არ გაგ­ვა­გო­ნონ, თო­რემ მთე­ლი სოფ­ლების მო­სახლეობა გა­მო­ვა. თუ უნ­დათ, ნა­გა­ვი თა­ვი­ანთ სახლებთან დაიყარონ და თუ არ შე­­წუხებთ ვნახავთ," - ამბობს ელ­გუჯა ლან­ჩა­ვა.

ქუ­თა­­სის ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში­ ახალი ნა­გავ­საყრე­ლის მოწყობის ად­გი­ლად ყოფი­ლი სამხედ­რო და­სახლების­ ტე­რი­ტო­რი­ას ასახელებენ. ვი­ცე-მე­რის ამი­რან ძო­წე­ნი­ძის თქმით, ქა­ლაქს ახალი ნა­გავ­საყრე­ლი ექ­ნება. თუმ­ცა, ძო­წე­ნი­ძე აქ­ვე გან­მა­ტავს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი­ აპ­რი­ლი­დან ნა­გავ­საყრე­ლების მარ­თვა თვით­მმარ­თვე­ლობას ჩა­მო­ერ­თვა, ცენ­ტრა­ლურ ხელი­სუფ­ლებას გა­და­­ცა და ამ სა­კითხებშ ისი­ნი ვე­ღარ ჩა­­რე­ვი­ან.

„ეს ნა­გავ­საყრე­ლი თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც და­­გეგ­მა, ქა­ლაქ­გა­რეთ იყო, მაგ­რამ ახლა ქა­ლა­ქი გან­ვი­თარ­და და ნა­გავ­საყრე­ლიც ქა­ლაქ­ში მო­ექ­ცა. ამი­ტომ მი­სი კონ­სერ­ვა­ცია აუ­ცი­ლებელი­ა. სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რეობს კი­დეც და მო­მა­ვა­ლი წლის­თვის  ჭოგ­ნარ­თან ახლოს, ახალი ნა­გავ­საყრე­ლი იქ­ნება.  ეს ტე­რი­ტო­რია გა­მოდ­გება ნა­გავ­საყრე­ლი­სათ­ვის," - ამბობს ძო­წე­ნი­ძე.

ქუ­თა­ის­ში მდებარე ნა­გავ­საყრე­ლის გა­უქ­მებაზე საუბარი წლებია მიმ­დი­ნა­რეობს. არ­სებული ნა­გავ­საყრე­ლის გა­უქ­მებისა და ახლის მოწყობის მიზ­ნით ადგი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ ჯერ იტა­ლი­ურ ფირ­მას­თან, „რა­ფა­ნო­სერ­ვის­თან"<

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა