|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა კავშირშია „პატრიოტი“ გოჩა თევდორაძე ბაღების კრიმინალურ თემასთან?

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, შესაძლოა, პროკურატურამ ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან 3 წლის წინ, დირექტორების გათავისუფლების ფაქტზე დაკითხოს. თუმცა, მაქაცარიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ის ბაღების თემაზე პროკურატურისგან სხვა საკითხებით დაინტერესებსაც მოითხოვს. რომელიც იმ კონკრეტული პირების კრიმინალურ კვალზე გადის, რომელთაც მაქაცარიას განცხადებით, ბაღების თემის წამოწევა დასჭირდათ.

იმერეთის ყოფილ გუბერნატორს ის დირექტორები უპირისპირდებიან, რომლებიც 3 წლის წინ, ბაღებში გაშიფრული კორუფციული სქემის შემდეგ, სწორედ მაქაცარიას გადაწყვეტილებით  გაათავისუფლეს.

მაქაცარიას წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებაში შევიდა სარჩელი, რომელსაც ხელს 30 ადამიანი აწერს. ისინი ყოფილ გუბერნატორს  შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ.

ყოფილი დირექტორების განცხადებით, ლაშა მაქაცარიას დავალებით, მათ სამსახურიდან წასვლის განცხადება იძულებით დააწერინეს, რადგან გამოთავისუფლებული ადგილები საკუთარი ახლობლებისთვის სჭირდებოდათ.

ლაშა მაქაცარია: "ეს არის ძალიან არასერიოზული და სასაცილო თემა. ის ხალხი ვინც დღეს ცდილობს ამ საკითხის  წამოწევას, რომ პოლიტიკური ოპონეტნტის მიმართ ანგარიშწორებას დაამსგავსონ, ამაში ვერ მოიგებენ.

ზოგადი პოლიტიკური კუთხით, საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლების გადაწყვეტილება მე მივიღე. მაგრამ, ეს მოხდა კანონის სრული დაცვით. ახლა ეს ყიჟინა, რომ ვიღაც ზეწოლას ახდებდა მათზე, სასაცილოა, საერთდო არ ვიცნობ ამ ადამიანებს.

ჩვენ კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ძალიან ბვერი, განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ დაბრუნდა ისე სამსახურში. ვინც არ დაბრუნდა, ყველას გათავისუფლების საფუძველი არსებობდა. ჩვენი მიზანი იყო ბაღებში მაქსიმალური წესრიგი და არ ყოფილიყო კორუფცია.

ახლა ვიღაცას დასჭირდა ამ თემის წამოწევა, მე ვიცი რატომაც და ვისაც".

"ნიუპრესი": ვისზე საუბრობთ?

ლაშა მაქაცარია: "მე ჭორებზე არ ვაკეთებ განცხადებას.  სამართალდამცავებს იმ პერიოდში შეკითხვები ჰქონდათ საკრებულოს წევრის, მარინე ცირეკიძის მიმართა, რომელიც ბაღების საკითხს კურირებდა.  ცირეკიძე კი უერთგულესი თანამებრძოლია იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც ყოფილმა ვიცე–გუბერნატორმა, გოჩა თევდორაძემ შექმნა".

"ნიუპრესი": საუბრობთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე"?

ლაშა მაქაცარია: "დიახ, ეს არის ამ კონკრეტული ჯგუფის ინტერესი, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ სქემებში.

საბავშვო ბაღებიდან და ბავშვების ულუფებიდან ფულები დირექტორებს კი არ მიჰქონდათ სახლში. ისინი ანგარიშვალდებულები იყვნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც იმ პერიოდში წაროადგენდნენ პოლიტიკურ ელიტას.

ეს ხალხი დაკავშირებული იყო იმ ჯგუფთან, რომლებიც დღეს „პატრიოტები“ არიან და რომელთაც ბავშვების  საჭმლის ხარჯზე შემოსვალი, 100 ათასობით ლარი, მიდიოდათ ჯიბეში.

ის ხალხი, რომლებიც დირექტორებს  „კრიშავდა“, თბილისში ყიდულობდა ორსართულიან და სამსართულიან  სახლებს და დღეს დიდი ქონების პატრონია".

"ნიუპრესი": კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

ლაშა მაქაცარია:  "არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, უბრალოდ ეს ნამდვილად ასეა.  თუმცა, ამის შემდეგ, კიდევ ჩვენ გამოვიჩინეთ ჰუმანურობა და თუ ის ქალბატონი არ იქნა დაპატიმრებული,  ესეც ჩემი რეკომენდაციის საფუძველზე. და ვინც დაკავებული იყო, ძალიან ბევრი, ჩემი რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლეს".

"ნიუპრესი": რატომ დასჭირდათ ახლა ამ თემის წამოწევა?

ლაშა მაქაცარია:  "უნდათ, საზოგადოებას მაქსიმალურად დააჯერონ, რომ მაშინ გადაწყვეტილებები პილიტიკური ნიშნით იქნა მიღებული. მაგრამ, ამ თემაში თითონ არიან გასვრილები. თუ დაინტერესდება გამოძიება, შემიძლია კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდო".

"ნიუპრესი":  დაგიკავშირდათ თუ არა უკვე პროკურატურა დირექტორების გათავისუფლების საქმეზე?

ლაშა მაქაცარია:  "ჯერ არა და ეს არ არის პრობლემა. თუ გონიათ, რომ მე უკანონოდ მივიღე გადაწყვეტილება, დავუსაბუთებ, რომ ყველაფერი კანონიერი იყო. თუმცა, თუ ამ თემის დაძვრას დაიწყებენ, მაშინ, მე პროკურატურისგან მოვითხოვ იმ თემასთან დაბრუნებას, სადაც დარჩა კითხვის ნიშნები. იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ მაშინ, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, შევფუთეთ.

თუმცა, სწორედ ეს თემა გაცილებით  საინტერესოა საზოგადეობისთვის, თუ რატომ იღებდნენ ბავშვების საკვებისგან ფულს".

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ქუთაისის საბავშვო ბაღებში კორუფციული სქემა 2010  წლის 24 ნომებერს გაშიფრეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ქუთაისში საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მეწარმეებთან კორუფციულ გარიგებაში შედიოდნენ და სახელმწიფოს მიერ ბავშვების კვებისთვის გამოყოფილ თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ. კორუფციული სქემით, დაკავებულებმა ორ მილიონამდე ლარი მიითვისეს.

ფაქტის გახმაურებიდან მეორე დღესვე  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების სისტემაში სრული რეორგანიზაცია განხორციელდ და ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება.

სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერებას იძიებს  ამჯერად პროკურატურა. ყოფილი დირექტორები თანამდებობაზე აღდგენას და ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორატად გამოყენების მუხლით მიმდინარებს. დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლადმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორის მოადგილე, გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ დარჩენილია საკმაოდ მოცულობითი საგამოძებო მოქმედებები, რომელთა ჩატარების შემდეგ პროკურატურა კანონით შესაბამის გადწყვეტილებას მიიღებს. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე