|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცია უფა­სო ჯან­დაც­ვის­თვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რები C ჰეპა­ტი­ტი­თა და ტუბერ­კუ­ლო­ზით დაავადებული პა­ცი­ენ­ტები, მკურ­ნა­ლობის უფა­სოდ მი­სა­ღებად, ევ­რო­პის წამყვან კლი­ნი­კებში არა­ლე­გა­რუ­ლი გზით ხვდებიან.

არა­ლე­გა­ლის სტა­ტუ­სი, ლტოლ­ვილ­თა ბანა­კი და ლო­დი­ნი - უმე­ტეს შემთხვე­ვა­ში, ესაა ევ­რო­პა­ში, გან­კურ­ნების იმე­დად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლების ბედი.

„ახალი გა­ზე­თის" რეს­პო­დენ­ტი, რო­მელ­მაც ვი­ნაობის გამხელა არ ისურ­ვა, C ჰეპა­ტი­ტი­თაა და­­ვა­დებული. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, იგი ქუ­თა­­სი­დან საფ­რა­ნგეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით გა­ემ­გზავ­რა. ვი­ზის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, კი არა­ლე­გა­ლის სტა­ტუ­სით ლტოლ­ვილ­თა ბანაკს ჩაბარ­და. ამჟამად, იგი ქა­ლაქ რე­ნის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობის კურსს გა­დის.

მი­სი თქმით, ტუბერ­კუ­ლო­ზით და C ჰეპა­ტი­ტით და­­ვა­დებულები მკურ­ნა­ლობის მი­სა­ღებად ევ­რო­პის იმ ქვეყნებს ირ­ჩე­ვენ, რომ­ლებიც სპე­ცი­­ლურ ფსი­ქო-სო­ცი­­ლურ, სა­მე­დი­ცი­ნო-სა­რეაბილი­ტა­ციო და სო­ცი­­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მებში არი­ან ჩარ­თუ­ლი. რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში მოხვედ­რა კი მხოლოდ იმ ემიგ­რან­ტების­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ვინც ლტოლ­ვილ­თა  თავ­შე­საფ­რებში ბარ­დებიან და მათ მი­ერ არ­ჩე­­ლი ქვეყნის მთავ­რობას როებითი საცხოვ­რებლის მი­ნი­ჭების უფ­ლებით მი­მარ­თა­ვენ.

სპე­ცი­­ლუ­რი კო­მი­სია 3 თვის გან­მავ­ლობაში გა­ნიხილავს, ეკუთ­ვნის თუ არა მსურ­ველს, ამ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭება.

ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მები, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­­ნია სა­ქარ­თვე­ლო­დან საზ­ღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი, არ არ­სებობს.

საფ­რან­გეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი პი­როვ­ნება ამბობს, რომ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტების უმე­ტე­სობა, რომ­ლებიც ლტოლ­ვილ­თა ბანა­კებში არი­ან, მკურ­ნა­ლობის პროგ­რა­მას თვეობით ან წლობით ელო­დებიან. შე­საძ­ლებელია, იმ ქვეყნის მთავ­რობამ, სა­დაც ლტოლ­ვილ­თა ბანა­კებია გა­თავ­სებული, მათ ამ სერ­ვის­ზე უა­რი უთხრას. ხოლო ვი­საც გა­­მარ­თლებს, მას რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რები მკაც­რად აკონ­ტრო­ლებენ.

თა­ვად მას, ერ­თწლი­­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, გა­­მარ­თლა და  საფ­რან­გე­თის ბიუჯეტი­სა­გან მკურ­ნა­ლობისათ­ვის სა­ჭი­რო თანხა - 60 000 ევ­რო მი­­ღო.

„სხვა სა­ჭი­როებების­თვის ფულს ვერ გამოიყენებ. თუ რა­მე შეგ­ნიშ­ნეს სა­ეჭ­ვო, შე­საძ­ლო­ა, მკურ­ნა­ლობა შე­გიწყვი­ტონ. ინ­ტერ­ფე­რონს თა­ვი­დან ექი­მი მი­კე­თებდა, ახლა ისე მენ­დობიან უკ­ვე ჩე­მით ვი­კე­თებ. პრე­პა­რა­ტი მუდ­მივ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე სპე­ცი­­ლურ კონ­ტე­­ნერ­ში ინახება. გა­მოყენების შემ­დეგ, შპრი­ცი თა­ვის ნაგ­ვის ყუთ­ში უნ­და ჩავ­დო და ექიმს ჩა­ვაბარო," - აღ­ნიშ­ნა „ახალი გა­ზეთ­თან" საუბარ­ში საფ­რან­გეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სულ­მა პა­ცი­ენ­ტმა.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­დან, სპე­ცი­ლუ­რად, უფა­სო მკურ­ნა­ლობის მი­ღების მიზ­ნით, C ჰეპა­ტი­ტი­თა და ტუბერ­კუ­ლო­ზით და­­ვა­დებულ­თა მკურ­ნა­ლობის სა­კითხს, ფრან­გუ­ლი პრე­სა და ნა­ცი­­ნა­ლუ­რი ტე­ლე­არხები კრი­ტიკით გა­მოეხმა­ურ­ნენ.

ფრან­გულ პრე­სა­ში აღი­ნიშ­ნა, ომ ქარ­თვე­ლი პაცი­ენ­ტების მკურ­ნა­ლობის­თვის საფ­რან­გე­თის სო­ცი­­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო სა­დაზ­ღვე­ვო სის­ტე­მას უზარ­მაზა­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სების გა­ღება უხდება. გარ­და ამი­სა, ფრან­გულ­მა პრე­სამ ამ ვი­რუ­სებით და­­ვა­დებული ქარ­თვე­ლები საფ­რან­გე­თი­სათ­ვის  სე­რი­­ზულ სა­ნი­ტა­რულ სა­შიშ­როებად მი­იჩ­ნი­ა.

ფრან­გუ­ლი მხარის მი­ერ გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამჟამად საფ­რან­გე­თის  კლი­ნი­კებში 50 ტუბერ­კუ­ლო­ზით მძი­მედ და­­ვა­დებულ ადა­მი­ანს მკურ­ნა­ლობენ.

„სამ­წუხაროდ, რო­ცა 24 და 32 თვი­­ნი მკურ­ნა­ლობა შე­დეგს ვერ იღებს, ასეთ ადა­მი­ანს სხვა გზა არ აქვს და ამის გა­მო გა­დის ევ­­პა­ში. ზუ­ტად არ ვი­ცი იქ რა სთა­ვა­ზობენ, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, იქ არის რა­ღაც მე­დი­კა­მე­ნტები, რომ­ლებიც ამჟამად კლი­ნი­კურ გა­მოც­დას გა­დის, რა­ზეც ადა­მი­­ნები ნებაყოფი­ლობი თანხმდებიან. შე­საძ­ლებელი­ა, ეს ასე იყოს, რად­გან ზოგ ქვეყნებშ ასე­თი ექ­პე­რი­მენ­ტები მე­დი­კა­მენ­ტებზე კეთ­დება," - ვა­რა­­დობს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტუბერკუ­ლო­ზი­სა

და ფილ­ტვის ეროვ­ნუ­ლიცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ჯანე­ლი­ძე.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ დღე­­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუბერკუ­ლო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­კა უფა­სოა და მკურ­ნა­ლობა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი­ა. თუმ­ცა, მდგრა­დი ტუბერ­კუ­ლო­ზის ფორ­მის  მკურ­ნა­ლობა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სებულ პრე­პა­რა­ტებით, შე­უძ­ლებელი­ა.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა