|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მაცივარში „გაუყინეს"

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები ბარ­და­ვე­ლი­ძეების ოჯახი, რო­მე­ლიც ორი პენსი­­ნე­რი წევ­რის­გან შედ­გება,  სა­მარ­თლი­­ნობის აღ­დგე­ნას მო­ითხოვს. 

ბარ­და­ვე­ლი­ძეების მტკი­ცებით, ქუ­თა­­სის მე­რი­ის სო­ცი­­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახურ­მა სა­ჭი­რო­ა, მათ ოჯხზე ძვე­ლი მა­ცივ­რის გა­მო დაწ­ერი­ლი მა­ღა­ლი ქუ­ლები შეც­ვა­ლოს და პენ­სი­ონ­რებს  უმი­ზე­ზოდ მოხსნი­ლი სო­ცი­­ლუ­რი შემ­წეობა დაუბრუ­ნოს.

გა­და­ად­გი­ლების შეზ­ღუ­დუ­ლი უნა­რი და სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წამ­ლების შე­სა­ძე­ნად სა­ჭი­რო თანხის მუდ­მი­ვი ძიება - ეს ის მთა­ვა­რი  პრობლე­მებია, რო­მელ­თა გა­დაწყვე­ტაც, 75 წლის სა­წოლ­სმიჯაჭ­ვულ პენ­სი­­ნერს, ჟორა ბარ­და­ვე­ლი­ძეს,  ყოველ­დღი­­რად უწევს.

ჟორა ბარ­და­ვე­ლი­ძე ქუ­თა­ის­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე №97 ბინა­ში, მე­უღ­ლეს­თან  ერ­თად ცხოვ­რობს.

პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლიდს, მძი­მე და­­ვა­დება, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ან­თება აქვს. რის გა­მოც, ის წელ­სქვე­მოთ მოწყვე­ტი­ლია და და­მო­­კი­დებლად გა­და­ად­გი­ლება არ შე­უძ­ლი­ა.

შეზ­ღუ­დუ­ლი უნა­რის მქო­ნე ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნი მი­სი მე­უღ­ლე, ელე­ნე ბარ­და­ვე­ლი­ძე­ა. თუმ­ცა 74 წლის ქალბატონს, რო­მე­ლიც მე­­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია  და ასე­­ვე ჯან­მრთე­ლობის პრობლე­მები აქვს, უკ­ვე ქმრის მოვ­ლა უძ­ნელ­დება. რის გა­მოც, ხან­დაზ­მუ­ლი ჟორა ბარ­და­ვე­ლი­ძე, მე­უღ­ლეს­თვის შრო­მის შე­სამ­სუბუქებლად,  სა­წო­ლის ფეხზე ჩაბმუ­ლი თო­კით მოძ­რაობს.

ცოლ-ქმარ­მა ყოველ­დღი­­რად, გა­და­­დებელი სა­ჭი­როების  მე­დი­კა­მენ­ტები უნ­და მი­­ღონ. თუმ­ცა, რო­გორც ამბობენ, მათ ხში­რად არა­თუ წამ­ლების, არა­მედ საკ­ვების შე­სა­ძე­ნი თანხაც არა აქვთ. სი­ღა­რიბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფ ხან­დაზ­მუ­ლებს, პენ­სი­ის გარ­და, ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყარო - სო­ცი­­ლუ­რი დახმა­რება ჯერ კი­დევ 4 წლის წინ  მოუხსნეს.

ბარ­და­ვე­ლი­ძეების მტკი­ცებით, მათ­თვის  სო­ცი­­ლუ­რი  შემ­წეობის გა­უქ­მების მი­ზე­ზი, ძვე­ლი მა­ცი­ვა­რის ფონ­ზე და­წე­რი­ლი მა­ღა­ლი ქუ­ლები აღ­მოჩ­ნდა.

„მა­ცი­ვა­რი, რო­მე­ლიც ძვე­ლია და ხში­რად ცა­რი­­ლი, ჩვენ­თვის სო­ცი­­ლუ­რი შემ­წეობის მოხსნის მი­ზე­ზი გახლავთ. თუმ­ცა არც ეს მა­ცი­ვა­რია ჩვე­ნი სა­კუთ­რება და არც ამ სახლის კედ­ლები,"  - ამბობს ელე­ნე ბარ­და­ვე­ლი­ძე.

მი­სი თქმით, თა­ვი­ანთ საცხოვ­რებელ სახლში არ­სებული მძი­მე პი­რობების გა­მო,  დროებით თა­ვი შვი­ლის კუთ­ვნილ ბინას შე­­ფა­რეს. 

„აქ გა­ზი მა­ინც არის და ზამ­თარ­ში ვთბებით. ამ ფაქ­ტით კი კარ­გად ისარ­გებლეს და ახსნა-გან­მარ­ტების მიუხედა­ვად, სობესი­დან მო­სულ­მა პირ­მა მა­ღა­ლი ქუ­ლები დაგ­ვი­წე­რა და სო­ცი­­ლუ­რი დახმა­რება მოგ­ვიხსნა. დღემ­დე მიკ­ვირს, ან ჩე­მი შვი­ლის სახლში რა და­­ნახეს ისე­თი, რო­ცა ყვე­ლა ნივ­თი ძვე­ლი­ა. ჩემს შვილს თვი­თონ უჭირს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ტა­ნა და ვერ გვეხმა­რება. სა­ში­ნე­ლებაა, რო­ცა სა­კუ­თარ ქვეყანა­ში ავადმყოფ და წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ასე უსა­მარ­თლოდ მექ­ცე­ვი­ან," - ამბობს პენ­სი­­ნე­რი ჟორა ბარ­და­ვე­ლი­ძე.

შე­საბამი­სად, ბარ­და­ვე­ლი­ძეები მა­თი კუთ­ვნი­ლი საცხოვ­რებელი ბინის აღ­წე­რას და სო­ცი­­ლუ­რი მდგო­მა­რეობის შეს­წავ­ლას თა­ვი­დან მო­ითხოვს.

„მარ­თა­ლია მა­შინ ასე გვითხრეს, შვი­ლის კი არა მე­ზობლის სახლშიც რომ იყოთ იმ საცხოვ­რებელი პი­რობების მიხედ­ვით შე­გა­ფა­სებთ, სა­დაც იმყოფებითო. თუმ­ცა ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ჯერ კი­დევ არ­სებობს ამ ქვეყნად სინ­დი­სი და სა­მარ­თლი­­ნობა და ამჯერად ქუ­თა­­სის მე­რი­ის სო­ცი­­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახური­დან ყურად­ღებას მოგ­ვაქ­ცე­ვენ," - ამბობს ელე­ნე ბარ­და­ვე­ლი­ძე.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის ჯან­მრთე­ლობის დაც­ვი­სა და სო­ცი­­ლურ სა­კითხთა სამ­სახურის უფ­რო­სის კახა ქო­რი­ძის თქმით, ბარ­და­ვე­ლი­ძეების ოჯახის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს. თუმ­ცა „ახალ გა­ზეთ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბარ­ში, ქო­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხით და­ინ­ტე­რეს­დება და ხან­დაზ­მუ­ლი პენ­სი­ონ­რების საცხოვ­რებელ პი­რობებს უახლო­ეს დღეებში პი­რა­დად გა­ეც­ნობა.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა