|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტომექანიკოსმა რთული მშობიარობის შესამსუბუქებელი მოწყობილობა შექმნა

არგენტინელმა ავტომექანიკომა მოწყობილობა შექმნა, რომელიც ნაყოფის არასწორ მდგომარეობაში ყოფნის დროს მშობიარობას ამსუბუქებს. 

OdonDevice ჰაერის სატუმბი მოწყობილობის მქონე პოლიეთილენის ტომრისა და მილისგან შედგება, რომელსაც ბოლოში პლასტმასის რბილი თავსახური აქვს. 
მოწყობილობა მტვერსასრუტის პრინციპით მუშაობს: მისი სპეციალური ტუჩი ჩვილის თავს "იკრობს", იქ მიეწოდება ჰაერი და ტუჩით "დაჭერილი" ბავშვი მილიდან ნელ-ნელა გამოდის. 

გამოგონების ავტორის თქმით, ეს იდეა You-tube-ზე საცობის ამოღების მეთოდების ნახვის შემდეგ, სიზმარში ეწვია. მან გადაწყვიტა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენება გართულებული მშობიარობისას შეიძლებოდა. არგენტინელმა ავტომექანიკოსმა გრძელყელიანი მინის ქოთნით, ჩვეულებრივი პლასტმასის პაკეტითა და ქალიშვილის თოჯინით მოწყობილობის პირველი პროტოტიპი შექმნა. 
ამჟამად, გამოგონება დაპატენტებულია და ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოიწონა.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა