|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერების აზრით, შაქარი ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქო

იმ კომპანიებს, რომლებიც პროდუქტებსა და ტკბილეულს აწარმოებენ, ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერები მოუწოდებენ, საკვებში შაქრის რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ, რადგან ჯანმრთელობისთვის ტკბილეულის დიდი დოზით მიღება სახიფათოა. 

მათი თქმით, ნულ პროცენტიან იოგურტშიც კი 5 კოვზი შაქარია.
"შაქარი ახალი თამბაქოა. ყველგან შაქრიანი სასმელები და საკვებია", - 

ამბობს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერი საიმონ კეპიუელი.
მათი თქმით, ამის გამო მსოფლიოში ლამის პირველ პრობლემად ჭარბი წონა სახელდება და თუ ადრე სიმსუქნე შუახნის ასაკის ადამიანებს აწუხებდათ, ახლა ყოველი მესამე ახალგაზრდა ჭარბ წონას არაფრისმომცემი დიეტით ებრძვის. ამასთან, პრობლემა მხოლოდ სიმსუქნე არაა, ასევე იმატა დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა.
"წყლის გარდა, ნებისმიერი სასმელი შაქარს შეიცავს. ეს კი დიაბეტის, სიმსუქნისა და კარდიოვასკულარული ავადმყოფობების რისკს ზრდის", - ამბობს ჰარვარდის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის კარდიოლოგი, პროფესორი შრინათ რედი.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი