|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი ოჯახის კლინიკამ" იმერეთში ახალშობილთა მკურნალობის მსოფლიოში წარმატებული მეთოდი დანერგა (R)

დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრში, იმერეთის და არა მხოლოდ იმერეთის მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი გახდა მესამეული დონის ნეონატოლოგიური სერვისი, რაც გულისხმობს ახალშობილთა გადაუდებელ  სამედიცინო ჩარევას და მკურნალობის სრულ კურსს.

"ჩემი ოჯახის კლინიკის" გადაწყვეტილებით და ამერიკის ერთ-ერთი ძლიერი კლინიკის, მეიოს კლინიკის წარმომადგენლების დახმარებით გასული წლის ბოლოს დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრის ნეონატოლოგიის სამსახურში ამუშავდა ახალშობილთა მკურნალობის მსოფლიოში წარმატებული მეთოდები. კერძოდ, დროულ ახალშობილებში თავის ტვინის დაზიანება, რომელსაც მედიცინაში ჰიპოქსიურ–იშემიური ენცეფალოპათიების მკურნალობას უწოდებენ (ჰ.ი.ე.) და ეგზოგენური სურფაქტანტის  გამოყენება, ანუ დღენაკლულ ბავშვებში სურფაქტაქტის შეყვანით ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა.

"ჩემი ოჯახის კლინიკის" დედათა და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განმარტებით, მკურნალობის მიზნით ახალშობილების დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქში გადაყვანა დღის წესრიგში აღარ დგას, მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ნეონატოლოგიური სიახლეები დაინერგა.

მეიოს კლინიკის ნეონატოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ვილიამ ქერის განცხადებით, თავის ტვინის დაავადებით დაბადებულ ახალშობილთა მკურნალობის თანამედროვე მეთოდი პირველად საქართველოში, დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაინერგა.

"თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ აქაური სტანდარტები, სრულად შეესაბამება ამერიკაში, ჩვენი კლინიკის სტანდარტებს," – აღნიშნა ვილიამ ქერიმ.

მეიოს კლინიკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის მიზანი საქართველოში პედიატრიისა და პედიატრიული რეანიმაციის განვითარების ხელშეწყობაა. მეიოს კლინიკის წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში,პირველად საქართველოში,  დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩატარდა PFCCS (ფუნდამენტური პედიატრიული კრიტიკული დახმარება) ტრენინგი, რომლის მიზანი აღნიშნულ კურსში ტრენერების მომზადებაა, ტრენინგები 2015 წელს დასრულდება და საქართველოს7 სერტიფიცირებული ტრენერი ეყოლება. მათ შორის, 2 ტრენერი „ჩემი ოჯახის კლინიკის" სხვადასხვა პოზიციზე მუშაობს.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა