|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტექდათვალიერების არმქონე მანქანები, შესაძლოა, ყოველ 3 დღეში დაჯარიმდნენ

შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ. 
მისი თქმით, სამინისტრო აპირებს პარლამენტს შესაბამისი ინიციატივა წარუდგინოს.
 
“დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გამო და ეს იყო შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან. რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ზუსტად ეს პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება",- განაცხადა ლილუაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა