ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თანამდებობები განათლების მინისტრის მოადგილეებმა თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა დატოვეს.
ამ დროისთვის უცნობია, თემურ მურღულია შეინარჩუნებს თუ არა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას. მურღულია რექტორად გასულ წელს დაინიშნა.
შეგახსნებთ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯერ არ აშენებულა, მისი რექტორატის შენახვაზე წლიურად 1 118 000 ლარი არის გამოყოფილი.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე.
მინისტრმა მათ გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















