|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

Tbilisi Open Air იწყება!

თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება.

 

Tbilisi Open Air 2022-ის  ჰედლაინერი  ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის მთავარი წარმდგენი თიბისია. ჰედლაინერები ასევე არიან ამერიკული დრიმ პოპ ბენდი Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

 

2022 წელს თიბისის არსებობის 30 წელი შეუსრულდა. თიბისი 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის მხარდაჭერაა. თიბისი ზრუნავს ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე. ის უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს Tbilisi O

pen Air-ს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ, ფერად დღესასწაულს ქმნის. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open Air-თან  13 წლიანი მეგობრობაც.

 

Tbilisi Open Air 2022  ტრადიციულად ლისის საოცრებათა ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად.  ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე, უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე.

 

შემოუერთდი ფესტივალს ადრე!  მოდი ფეხით ან ველოსიპედით! განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა