|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Time-ის საიტზე ყველაფერია, რაც შეიძლება ინატროთ

თაიმის მაღაზიათა ქსელი ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, რამაც კომპანიას მომხმარებელთა ქცევის, გემოვნების, სურვილებისა და საჭიროებების შესწავლის შესაძლებლობა მისცა. მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებამ კი საბოლოო ჯამში, თაიმი სანდო და საიმედო პარტიორად აქცია, რომელიც მათ მუდამ ახალს, განსხვავებულსა და მოდურ პროდუქციას სთავაზობს. 

 

პანდემიის დროს Time-ის ამოსავალი წერტილი მომხმარებელთა უსაფრთხოება იყო, რის გამოც ონლაინ სავაჭრო პლატფორმა აამოქმედა. ხოლო, დამატებითი კომფორტის შეთავაზების მიზნით კი, მიტანის სერვისი მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ შესთავაზა, რაც ონლაინ გაყიდვების პოპულარიზაციის პარალელურად, დღემდე აქტიურია. ნივთების შეძენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ხოლო საკურიერო სერვისი კი 10:00 - დან 19:00 საათამდე მუშაობს. ნივთების Time-ის საიტზე შეძენისას, ამანათს თბილისში 1 დღეში, ხოლო რეგიონებში კი 5 დღის განმავლობაში მიიღებთ. ხოლო, თუ სასურველი ნივთის მოხდებამდე ამდენი ხნით მოთმენა არ შეგიძლიათ ან უბრალოდ მნიშვნელოვან შეხვედრაზე გეჩქარებათ, ექსპრეს მიწოდების სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ, რომლის ფარგლებშიც კურიერი თქვენს შენაძენს 3 საათში მოგიტანთ. 

 

თაიმი თავის ერთგულ მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებითაც ანებივრებს. მაგალითად, ამ ეტაპზე Pandora-ს სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო შერჩეულ კოლექციაზე კი 50%-მდე ფასდაკლება. მათ შორის, Time-ის საიტზე სპეციალური ონლაინ ექსკლუზივის ფასდაკლებები შეგხვდებათ, რომლის ფარგლებშიც ათასობით ნივთის შეძენას 30-დან 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ. 

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ თაიმის მაღაზიათა ქსელი ყველა საფასო კატეგორიის პროდუქციას გთავაზობთ, დაწყებული ბიუჯეტური მოდელებიდან, პრემიუმ ხარისხის ბრენდებამდე დამთავრებული. მათ შორის, ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: PANDORA, Casio, Hamilton, Certina, Fossil, Emporio Armani და სხვები, თაიმი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. 

 

და თუ მაინც, საოცნებო  ნივთი აღმოაჩინეთ, მაგრამ მისი შეძენისთვის ფინანსები არ გყოფნით, გული არ გაიტეხოთ, Time-ის საიტზე ონლაინ განვადებით სარგებლობაც შეგიძლიათ.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა