"ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მე-2 მეოთხედფინალში ეროვნულ ლიგა ერთში მე-3 ადგილზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მესამე ლიგის ლიდერ "შევარდენს" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო.
მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელმა სტუმრებმა მე-9 წუთზე, ლევან კუტალიას ზუსტი თავურით გახსნეს.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, "შევარდენმა" მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და გიორგი მაღალდაძემ ანგარიში გაათანაბრა.
"ტორპედოს" 1/2-ფინალის საგზური ბექა ტუღუშმა მოუტანა, რომელმაც 90-ე წუთზე საჯარიმოს გარედან გაისროლა და ეფექტური გოლი გაიტანა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















