|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთმა "სტამბულის კონვენცია" დატოვა - გადაწყვეტილებას ევროსაბჭო აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დატოვა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალების მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ასევე სტამბოლის კონვენციის სახელით არის ცნობილი. 

სტამბოლიის კონვენციის დატოვების მიზეზი ოფიციალურად თურქეთში ამ დრომდე არ დასახელებულა.

თურქეთის გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აკრიტიკებს. ანკარის გადაწყვეტილებას ის დამაზიანებელს უწოდებს.

„სტამბოლის კონვენცია მოიცავს ევროპის 34 ქვეყანას და განიხილება როგორც საერთაშორისო ძალისხმევის ოქროს სტანდარტი, ძალადობისგან ქალებისა და გოგოების დასაცავად, რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან ჩვენს საზოგადოებაში.

ეს არის უზარმაზარი დარტყმა ამ მცდელობებზე და მით უფრო დასანანია, რადგან ეს ასევე ეხება ქალთა უფლებების დაცვას თურქეთში, მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.09%
გაუარესდა - 49.12%
არ შეცვლილა - 15.79%
სულ - 57 ხმა