ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება
ტყიბულში მეოთხე დღეა 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს.
ისინი კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაა.
როგორც მეშახტეები აცხადებენ, შახტში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და საფრთხე ექმნებათ.
მეშახტეები დღეს ძიძიგურის შახტასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მინდელის შახტასთან გადაინაცვლეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
გაფიცულები არ გამორიცხავენ პროტესტის უკიდირეს ფორმას მიმართონ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















