|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში ნახშირის კარიერზე მეშახტის გადარჩენას ცდილობენ

 ნახშირის გარე მოპოვების კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა,  რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა. მეშახტის გადარჩენას ამ წუთებში ცდილობენ. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.

ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 "საქნახშირის" ადმინისტრაციაში  განმარტავენ,  რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის საქნახიშრის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მათი თქმით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა.

ფოტო: საგანგებო სამსახურის არქივიდან

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა