უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 4 – 5 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,
6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 6 – 7 ივნისს +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში, 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6 – 7 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 - 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















