|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო სასადილოს ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობა და ძირითადი სიის მიღმა დარჩენილი ადამიანები

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ მომსახურების დღეში ერთჯერადად 800 ბენეფიციარი სარგებლობს. "მადლიერების სახლი" მერიის ბალანსზეა და წლიურად ბიუჯეტიდან 627 000 ლარით ფინანსდება. დირექტორის რეზო ჩახუნაშვილის განცხადებით, ბიუჯეტი 2016 წლამდე 527 000 ლარს შეადგენდა. მისივე განცხადებით, 2016 წელს გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა, ამიტომ გახდა აუცილებელი თანხის დამატება.

"მადლიერების სახლის" პროდუქცია სოციალურად დაუცველთა ნაწილისთვის კვების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. სოციალურად დაუცველთა ბაზის

ზრდასთან ერთად "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა რაოდენობა იცვლება.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, როგორ გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა ბოლო წლებში.

"მადლიერების სახლში" 2014 წელს 800 ბენეფიციარიდან სტატუსი შეუჩერდა 151 ბენეფიციარს, წლის განმავლობაში 212 ბენეფიციარი დაემატა.

2015 წელს სიიდან ამოვიდა 218, სანაცვლოდ დაემატა 285 ბენეფიციარი.

2016 წელს  გამოაკლდა 230 და წლის მანძილზე დაემტა 201 ბენეფიციარი. 2017 ივლისის ჩათვლით, მონაცემთა ბაზას მოაკლდა 87 ბენეფიციარი და დაემატა ახალი 90 ბენეფიციარი. სიიდან ამოყვანა რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ერთ-ერთის სოციალური სტატუსის შეჩერება.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის ყოველ წელს იზრდება, თუმცა "მადლიერების სახლი" მხოლოდ 800 ბენეფიციარზეა გათვლილი და მსურველთა დამატება ძირითად სიაში ვერ ხდება. ისინი დამატებით სია არიან, რომლებიც იმ შემთხვევაში ისარგებლებენ უფასო სასადილოს მომსახურებით, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარები ზოგჯერ მომსახურებაზე უარს იტყვიან.

დირექტორის განცხადებით, ყოველდღიურად სადილი 800 ადამიანზე მზადდება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უარს ამბობს სადილზე, ხდება დამატაბითი ბენეფიციარების ჩასმა, რომ მომზადებული სადილი არ დაიკარგოს.

„მადლიერების სახლის“ დარბაზს გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ შპს „A+B“ შეასრულა. სამუშაოებისათვის 45 000 ლარი გამოიყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა