|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველები - საფრთხე ტურისტებისთვის [VIDEO]

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები ტურისტებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ. ცენტრალურ უბანში საკვების გარეშე დარჩენილი ძაღლები ხშირად ტურისტების ჯგუფებს დაყვებიან. განსაკუთრებით რთული მდგორმარეობაა თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიტოვებულ "მწერალთა სახლში" მყოფი ცხოველები გამვლელებს  უყეფენ  და მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა ააიპ "სპეციალური სერვისების" მოვალეობაა, თუმცა მხოლოდ ცხოველების დაბირკვას და კასტრაციას  ახდენენ. ქუჩაში გამოშვებული ცხოველები კი საკვების გარეშე არიან დარჩენილი.

ააიპში განმარტავენ, რომ მათ ცხოველების თავშესაფარში გამოკეტვის უფლება არ აქვთ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა