|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უქიმერიონის კიბეების რეაბილიტაცია 246 ათასი ლარით დაფინანსდა

ქუთაისში უქიმერიონის გორასთან კიბეების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან  246 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ქუთაისის მერია ავრცელებს.
 ბაგრატის ტაძართან  მისასვლელი კიბეები წლების მანძილზე დაზიანებული იყო. მერიის  განცხადებით, კიბეების რეაბილიტაცია უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის ინიციატივით და ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მხარდაჭერით განხორციელდა.
სამუშაოები ფირმა „გზამშენი-21“მა შეასრულა:  არსებული ჩანჩქერი კალაპოტში მოექცა და გამაგრდა ფერდები, აშენდა ქვის კედელი. ასევე გრანიტის ფილებით კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, მოაჯირები და გარეგანათების ლამპიონები.  
განახლებულ  კიბეებზე ახალგაზრდული დასმა ,,მარჯანიშვილელები“ პერფორმანსი მოაწყო, სადაც ვაჟა ფშაველა და აკაკი წერეთელი გააცოცხლეს. ღონისძიებას ქუთაისის მერი დაესწრო. 
აღნიშნული კიბეებით ტურისტები ხშირად სარგებლობენ. ამიტომაც პერფორმანსის მიმდინარეობის დროს კიბეებთან ტურისტების სიმრავლე იყო. აღნიშნული კიბე ქუთაისის ცენტრს ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკთან და რამდენიმე უბანთან აკავშირებს.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა