|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსიმპტომო პირების სწრაფი და PCR-ტესტებით შემოწმება დროებით უნდა შეჩერდეს - ამირან გამყრელიძე

მომდევნო თვიდან, უსიმპტომო პირების სწრაფი და PCR-ტესტებით შემოწმება დროებით უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  განაცხადა.

„მოსახლეობას მივმართავ და ვთხოვ: ამ ეტაპზე, უსიმპტომო ადამიანების ტესტირებასა და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, თუ კონტაქტირებული და უსიმპტომო ხართ, შებრძანდით ჩვენს Facebook-გვერდზე და იქ დიაგრამის სტილშია წარმოდგენილი, თუ რა უნდა გააკეთოთ. 8 დღე სახლში უნდა ბრძანდებოდეთ. დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ 1-ლი თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე - PCR-ტესტებით“, აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში  ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 075 154 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 972 745, გარდაიცვალა 14 774 პაციენტი.

 

ავტორი: ნიუპრესი