ვანის მერობის კანდიდატი ზედა ვანის, გადიდისა და ონჯოხეთის მოსახლეობას შეხვდა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ზედა ვანის, გადიდისა და ონჯოხეთის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
სოფელ გადიდსა და ონჯოხეთში მოსახლეობის ძირითადი პრობლემა გზის არარსებობაა, რაზეც მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წლიდან აღნიშნულ სოფლებში გზების მშენებლობა დაიწყება.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალმთიან სოფლებში ბეტონისსაფარიანი გზა დაიგება, ხოლო ბარში - შიდა სასოფლო გზები მოასფალტდება.
მერობის კანდიდატის თქმით, ასევე, შეკეთდება ხიდები და მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















