|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში" -მაღაროელების სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აქციის გარეშე არ ჩაუვლია. მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა და მოქალაქეებმა ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები "თეთრ ხიდზე" შეიკრიბნენ და რეგიონების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს.

"ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვა ქვეყანაში უნდა იყოს პრიორიტეტი. ჭიათურის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ როგორ არის შრომითი პირობები დაცული ამ ქვეყანაში.  მსგავსი პრობლემებია მთელს ქვეყანაში, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროელებს და მთელ ჭიათურას. ამავდროულად, ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში და მოვუწოდებთ მთავრობას, მეტად იზრუნონ რეგიონებზე და მოსახლეობაზე. ქვეყნის დამოუკიდებლობა გულისხმობს ადამიანებზე  ზრუნვას,  ამიტომ აქცია სიმბოლურად 26 მაისს გავმართეთ ", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში გუშინაც გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა