|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები და მისი მკურნალობა

ვარიკოზი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ვენური კედლების დათხელებით, სარქველების ფუნქციის მოშლით და ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბებით. მისი წარმოქმნის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის არის:  მემკვიდრეობა, პროფესიული საქმიანობა, დატვირთვა, ტრავმები, მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა. ეს დაავადება ასევე  ჩნდება ასაკთან და ჭარბ წონასთან ერთად. ზედაპირული ვენების გაგანიერება საშიში არ არის და რა თქმა უნდა, მკურნალობასაც ექვემდებარება. თუმცა, ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება - თრომბოზი - ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რადგან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. გაეცანი ვარიკოზის შესახებ მეტ დეტალებს სტატიაში.

ვარიკოზის მკურნალობა

ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებულია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია. ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული პერიოდი არ არსებობს,  ეს პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტის დიაგნოზზე და იმაზე, თუ რომელ სტადიაში მოხდა პრობლემის  გამოვლენა. ვარიკოზის დროს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ კომპრესიულ წინდებს. მათი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი უმაღლესი ხარისხის ამ პროდუქციას მომხმარებლებს თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ბათუმსა და ქუთაისში სთავაზობს. ეს პროდუქტი აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. ვარიკოზული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა