"ველოდებოდი სიღატაკეს, მაგრამ რაც ვნახე, შეზარავია"
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ქუთაისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ტვ "პირველის" სატელევიზიო დებატებში გრიგოლ ვაშაძემ ქალაქში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცხადებით, ელოდებოდა სიღარიბეს, მაგრამ ნანახი შემზარავია.
„273 მილიონია დახარჯული ქუთაისში ბოლო 4 წლის განმავლობაში და ვერავითარ მატერიალურ კვალს ქალაქში ვერ ნახავთ. თუ რამე გაკეთდა, გაკეთდა 2012 წელს, იმის მერე აგური აგურზე არ დადებულა, ერთი შენობა, რომელიც გარემონტდა, ფოკლლორის სახლი არის. ქუთაისს ჭირდება პერსპექტივა, რომელიც იქნება დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაზე და შეთანხმებული ყველა პარტიასთან. მერი იცვლება, მაგრამ პროექტი უნდა დარჩეს და არაფერი მოუვიდეს, ისე როგორც მოუვიდა შემოვლით რკინიგზას, ლაზიკას და ა.შ. რომლის შედეგებსაც ახლა ვიღებთ. ამიტომ ქუთაისი, როგორც იყო დაგეგმილი, უნდა გახდეს ადმინისტრაციული ცენტრი. არა მარტო პარლამენტი, არამედ სამინისტროების ნაწილიც უნდა იყოს ქალაქში. უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ბეტონში ვხარჯოთ ფული, უმჯობესია არსებული განვავითაროთ. გავეცანი მერის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ 500 მილიონ დოლარს დახარჯავს, რომელიღაც ფონდი იმისთვის, რომ ჭაობში ააშენოს ეს უნივერსიტეტი, იმის მაგივრად, რომ წერეთლის უნივერსიტეტი განვითარდეს. ასევე ქალაქისთვის საჭიროა თანხა და ეს თანხა შეიძლება მოიძიოს ბიუროკრატიის შემცირებით, 2000 - მდე თანამშრომელი, რომელიც დასაქმებული იყო მერიასა და მის უწყებებში, 4 937–მდეა გაზრდილი. შესამცირებელია და ეს თანხა უნდა გადანაწილდეს პროექტებზე. ველოდებოდი სიღატაკეს, მაგრამ რაც ვნახე შეზარავია, თითქოს ქალაქი ოკუაციის ქვეშ იმყოფებოდა ხუთი წელი“, –განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















