|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვემიჯნები და ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში მუშაობას არ ვაპირებ-ნიკა ლატარია

"მე ვემიჯნები და არ ვაპირებ, მასთან ერთად საკრებულოში მუშაობას"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ.

მისი თქმით, ნანა კოსტავას პოსტი მიუღებელია და გმობენ, რაც შეეხება  საკრებულოს დატოვების საკითხს,  ეს ნანა კოსტავას გადასაწყვეტია.

"პოლიტიკური გუნდის და საკრებულოს გადაწყვეტილება იყო ნანა კოსტავას დაეტოვებინა თანამდებობა და მან დატოვა თანამდებობა. მე არ დავმალავ, ვურჩიეთ მას, დაეტოვებინა საკრებულო. ჩვენ, რაც გვქონდა ბერკეტი, მან გაითვალისწინა, სხვა ბერკეტი არ გვაქვს. იმპიჩმენტი სულ სხვა თემაა. მოდი, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მე ვემიჯნები და მასთან ერთად არ ვაპირებ საკრებულოში მუშაობას. უღირს თუ არა საკრებულოში მუშაობა, მისი გადასაწყვეტია", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა