|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის შეუძლია უფასო, ან შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში?

მგზავრების მხრიდან გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ იმ მოქალაქეთა ჩამონათვალს, რომელთაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილს მიღებული
N 117 დადგენილების შესაბამისად,
მიცემული აქვთ უფასო მგზავრობის უფლება:
1. ქუთაისში რეგისტრირებულ შშმ პირებს და მათ თანხმლებ მხარდამჭერებს.
2. ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ასევე მათთან გათანაბრებულ პირებს.
 3. ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს.
4. ქუთაისში რეგისტრირებულ სხვასახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს.
5. ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და მათ დამხმარე მხარდამჭერებს.
6. ქუთაისში რეგისტრირებულ სამამულო და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებს.
 7. ქუთაისში რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს.
 8. ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარებს.
9. ქუთაისში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს.
 10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება
65 000- ს.
 რაც შეეხება მგზავრობის ტარიფის 50%-იანი საშეღავათო ტარიფით მოსარგებლეებს, ამგვარად მიჩნეულ იქნენ:
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული იმ საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებიან ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანების ზედამხედველობის
ქვეშ.
2. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტები.
 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილ ბენეფიციართა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ან მათთან გათანაბრებული დოკუმენტების მქონე პირებს.
 

ავტორი: ნიუპრესი