|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვთხოვოთ ბერას გარეპოს და იქნებ ამან გვიშველოს"–ქუთაისის საკრებულოს წევრი

"ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დასრულდა. ვთხოვოთ ბერას, გარეპოს და იქნებ ამან გვიშველოს", -განაცხადა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია უკლებამ. 
 
მისი თქმით,  ამ ქუჩის რეაბილიტაციისთვის დრო წინა მერს არ ეყო და შიშობს, რომ არც ახლანდელ მერს ეყოფა.
 
"წინა მერს არ ეყო დრო რეაბილიტაციისთვის და ვშიშობ, დრო ახალ მერსაც არ ეყოფა", – განაცხადა გია უკლებამ.
 
შეგახსენებთ, ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია 4 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე არ არის დასრულებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა