|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წელს 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები საბოლოო მონაცემები დღეს გახდა ცნობილი.  წელს სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს აღემატება. შარშანდელი, 2016 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებით, სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა.

მაია მიმინოშვილის თქმით, წლევანდელი შედეგებით კმაყოფილია, რადგან სტატისტიკის მიხედვით, შედეგები წინა წლებთან შედარებით, მცირედით გაუმჯებესებულია.

4 051  სტუდენტები  ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩაბარებით სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერას მიიღებს.

საგრანტო კონკურსში კი,  წელს 6 000-ზე მეტია ისეთ აპლიკანტების რაოდენობა, ვინც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტი მიოპოვა 1 009-მა აპლიკანტმა, 70%-იანი 1 457-მა აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი გრანტის მფლობელი 4 081 აპლიკანტი გახდა. 

363 აბიტურიენტი კი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩა, მიუხედავად იმიას რომ მათ ბარიერი გადალახეს.

“პირველ რიგში, ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ მათ არ გამოიყენეს შესაძლებლობა და არ მიუთითეს ბევრი უმაღლესი სასწავლებელი”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ისევე როგორც წინა წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საიტს (“ნაეკს”), სადაც აბიტურიენტები შედეგებს ნახულობენ, ხარვეზები წელსაც ჰქონდეს, რადგან მიმინოშვილის თქმით, 10 000-ბით აბიტურიენტი და მათი ოჯახის წევრები საიტზე ერთდროულად შედიან და შეტყობინებებს აგზავნიან, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა