|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წელს პირველად არის, როდესაც ყველა ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი"

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სხვადასხვა ღონისძიებებით გრძელდება. ქალაქის მერმა, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და თვითმმართველობის წევრებმა ქალაქში გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ წელს პირველად აღინიშნება დამოუკიდებლობის დღეს ყველა ქალაქში.

"პირველ რიგში, მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ეს ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დღეს ქვეყნის მასშტაბით მასშტაბურად აღინიშნება, ასევე ჩვენს ქალაქშიც არის სხვადასხვა ღონისძიება. წელს პირველად არის, როდესაც ყველა ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი და ერთობლივად მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა